თავისუფალი სიყვარული

gluten-free-love-story

თავისუფალი სიყვარული წარმოადგენს სოციალურ მოძრაობას, რომელიც პირველ რიგში უარყოფს სახელმწიფო ჩარევას  ქორწინებაში, ოჯახის დაგეგმვაში და ასოცირებულ თემებთან დაკავშირებით.  თავისუფალი სიყვარულის მიხედვით ადამიანის სექსუალური სფერო მისი საკუთარი  ნაწილია, რომელში ჩარევა და რომლის კონტროლი მხოლოდ მისი საქმეა და არა არც საზოგადოების და არც სახელმწიფოსი.  თავისუფალი სიყვარული რეალურად ანარქიზმის და ლიბერტარიანული ფილოსოფიის პირმშოა და ეწინააღმდეგება ეკლესიის და სახელმწიფოს ყველანაირ ჩარევას ინტერპერსონალურ ურთიერთბებში.  თავისუფალი სიყვარულის მიხედვით ადამიანებს აქვთ სექსუალური სიამოვნების ძიების და მიღების უფლება.

მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში და არა მარტო, არსებობდა ძლიერი ოჯახური ინსტიტუტები, მიიჩნეოდა, რომ მკვეთრად განსაზღვრული უნდა ყოფილიყო გენდერული როლი და  ოჯახი წარმოადგენდა ადამიანის ბედნიერების და კეთილდღეობის ინსტიტუციას. ამ ჰიპოთეზას  ყავს თავისი მოწინააღმდეგებებიც ფემინისტების თავისუფალი სიყვარულის მომხრეების და სხვა მოძრაობების სახით. 

თავისუფალი სიყვარულის გაძლიერება მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან დაიწყო, ეს პერიოდი ემთხვევა სექსუალურ რევოლუციას.  თავისუფალი სიყვარულის მომხრეების ძირითადი მოწოდება იყო, რომ სასიყვარულო ურთიერთბები არ უნდა რეგულირდებოდეს სახელმწიფოს მიერ და საერთოდ არ უნდა რეგულირდებოდეს არავის მიერ, არამედ ადამიანები თვითონ უნდა განსაზღვრავდნენ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას.  თავისუფალი სიყვარულის ძირითადი მოთხოვნები ეხებოდა: ჰომოსექსუალობის ნორმალურად აღქმას,  თანხმობის ასაკის არ არსებობას, ანუ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია სურვილის შესაბამისად სექსი,  კონტრაცეფციის უფლებას, აბორტის უფლებას, პროსტიტუციის უფლებას,  ქალიშვილობის და სხვა მსგავსი ინსტიტუციების გაუქმებას.

ამ ჩამონათვალის ნაწილი დღეისთვის საკამათო არ არის და დაკმაყოფილებულია, თუმცა ნაწილი კვლავაც განხილვის საგნად რჩება. მაგ. პროსტიტუცია საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შტატების უმეტესობაში არალეგალურია.