სიყვარულით ავადმყოფობა

Love_Sickness_Wallpaper_0qptbსიყვარულით სნეულება არის არაფორმალური ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სინდრომის აღსანიშნავად რაც თან ახლავს  უპასუხო, ცალმხრივ ან მიუღწეველ სიყვარულს. ეს მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს, როგორც ფსიქოლოგიურ/მენტალურ, ასევე ფიზიკურ სიმპტომებს.  მიიჩნევა, რომ სიყვარულით სნეულება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც თითქმის ყველა ადამიანს განუცდია.  ამ მდგომარეობას როგორც წესი სერიოზული გართულებები არ მოყვება, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს მენტალურ  სერიოზულ პრობლემებში, ან დასრულდეს სუიციდის მცდელობით.

სიმპტომები:

  •  სიყვარულით „დაავადებული“ ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, ასევე აქვს ძილიანობა
  • სხეულის სიცივის შეგრძნება
  • შეიძლება ჰქონდეს თავის და თვალების ტკივილი
  • ხელების ჰიპერჰიდროზი (გაძლიერებული ოფლიანობა),  პირის სიმშრალე.
  • როდესაც საყვარელი ადამიანი არ არის ახლოს, ადამიანი დეპრესირებულია, ცუდ გუნება-განწყობაზეა, ეტირება და ა.შ.
  • ზოგჯერ ადამიანები ასეთ დროს კარგავენ მადას.
  • ვითარდება ტაქიკარდია.  განსაკუთრებით მაშინ, როცა გულის სწორს ხედავენ.
  • დაბნეულობა და საუბრის გაძნელება/“ენის დაბმა“ როდესაც ხედავს საყვარელ ადამიანს.
  • სექსუალური აგზნება, სურვილი, ან პანიკის და სასოწარკვეთის განცდა შეიძლება ახლდეს თან სიყვარულით ავადობას.

სიყვარულით ავადმყოფობა მრავალ ლიტერატურულ  ნაწარმოებშია გამოხატული, ის ასახულია ასევე ხელოვნების სხვა წარმომადგენლების შემოქმედებებშიც.  სიყვარულის ავადმყოფობის კარგი მაგალითია „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელის მდგომარეობა.