სთორჯი

1716048529_ebdaee552b_zსთორჯი – ოჯახური სიყვარული,  მისი სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს და  გამოიყენება ნატურალური, ბუნებრივი სიყვარულის აღსანიშნავად.  სთორჯის კარგი მაგალითია მშობლის სიყვარული შვილის მიმართ.    სოციალურ ფსიქოლოგიაში ასევე  გამოიყენება განსაკუთრებული მეგობრული სიყვარულის გამოსახატავად.

სთორჯი გამოხატავს, რომ   ახლო ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და უფრთხილდებიან.

ოჯახური სიყვარული ძირითადად წარმოდგენილია ოჯახის წევრებს შორის. მშობლების და შვილების სიყვარული, დედმამიშვილების სიყვარული, ასევე ახლო ნათესავების სიყვარულიც მსგავსი მოვლენაა. შედარებით იშვიათია მეგობრებს შორის, თუმცა შეიძლება არსებობდეს.

რაც შეეხება სთორჯის სხვა ინტერპრეტაციას, ის შეიძლება აღნიშნავდეს მეგობრობას, რომელიც გადაიზარდა სიყვარულში.  ანუ ძირეული განსხვავება მეგობრებს და შეყვარებულებს შორის სექსუალურ სფეროშია, სწორედ მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე თუ ახლო ემოციურ ინტიმურობას და ზრუნვას დაემატა  ვნება, ანუ სექსუალური ლტოლვა, მიიღება  სიყვარული.  მაგრამ სხვაობა სიყვარულს და სთორჯი სიყვარულს შორის ისაა, რომ სთორჯი სიყვარულის დროს ადამიანები არიან ჯერ მეგობრები და ამის ფონზე აქვთ ან არ აქვთ სექსუალური კავშირი. შესაბამისად სექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაინგრეს მაგრამ მეგობრობა დარჩეს.

სასიყვარულო ურთიერთობებში სთორჯის უპირატესობებია ურთიერთგაგება და მაღალი ინტიმურობა, ხოლო  უარყოფით მხარეებს წარმოადგენს ვნების არ არსებობა და მოსაწყენი ურთიერთობა.