ჰომოგამია

blue_valentine_3695

ჰომოგამიას სხვადასხვა განმარება შეიძლება ჰქონდეს  ბიოლოგიაში, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილავთ სოციოლოგიურ ჰომოგამიას, რომელიც ნიშნავს  ქორწინებას რაღაც საერთო ნიშნის მქონე ადამიანებს შორის. ჰომოგამია შეიძლება დაფუძნებული იყოს : სოციო-ეკონომიკურ სტატუსზე, კლასზე, გენდერზე, ეთნიკურობაზე, რელიგიაზე და სხვა.

ყოველდღიური გამოყენების დროს ჰომოგამიაში გულისმობენ ერთსქესიან ქორწინებას, ხოლო ჰეტეროგამია კი, სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას ნიშნავს.

მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰომოგამიური კავშირები (ამ შემთხვევაში მსგავსი ინტერესები, მსგავსი პიროვნულობა), შეიძლება გახდეს ხანგრძლივი წარმატებული ურთიერთობის საფუძველი.  ასევე ადამიანები ეძებენ თავის მსგავსს, მოსწონთ მსგავსი და ა.შ.  ადამიანები, თავის პოტენციურ პარტნიორს არჩევენ სხვადასხვა კრიტერიუმებით:   მომხიბვლელობა, სითბო, ერთგულება, პიროვნულობა,  სტატუსი და რესურსები.  ამ შემთხვევაში მსგავსებებს ადამიანი უკავშირებს გარეგნულ და პიროვნულობის მახასიათებლებს.

ჰომოგამია  საკმაოდ გავრცელებულია რელიგიური კუთხით. ასევე არსებობს კვლევები რომელთა მიხედვითაც მსგავსი რელიგიის წარმომადგენლობის ქორწინება უფრო წარმატებულია, ვიდრე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის.

რაც შეეხება ჰომოგამურ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, მიიჩნევა, რომ ასეთი წყვილები უფრო  დემოკრატიულები, თავისუფლები და სხვა ჯგუფების მიმართ უფრო დადებით ურთიერთობაში მყოფნი და ტოლერანტულები არიან.

როდესაც ბავშვები იზრდებიან, მშობლები ხშირად მოელიან  მათგან, რომ ისინი მსგავსი რასის, მსგავსი კულტურის, სოციალური სტატუსის და ა.შ.   წარმომადგენლებზე დაქორწინდებიან, თავის მხრივ ადამიანებს სურთ დაახლოებით ისეთი ცხოვრება, როგორითაც აქამდე ცხოვრობდნენ, ამიტომ ცდილობენ უფრო მსგავსი, ვიდრე განსხვავებული პარტნიორი მოძებნონ, ეს ფაქტორები ხსნის მოტივაციას ჰომოგამიისთვის.