საშოს წინა თაღის ეროგენული ზონა

Gray1166არსებობს ჰიპოთეზა საშოს წინა თაღის ეროგენულ ზონის შესახებ, იგივე მეორე G წერტილი, ღრმა წერტილი, ეპიცენტრი, ა – წერტილი.  მიეკუთვნება ქალის სასქესო სისტემის ის ნაწილი,  რომელის სტიმულაციაც იწვევენ საშოს ძლიერ ფიზიოლოგიურ აგზნებას, გაძლიერებულ ლუბრიკაციას.  ამ ზონის გახანგრძლივებული სტიმულაცია იწვევს ძლიერ ორგაზმს.

ეს ზონა მდებარეობს საშოს წინა თაღთან, მარტივად რომ ვთქვათ იქ სადაც საშო მთავრდება, ანუ მის მაქსიმალურ სიღრმეში, ოღონდ წინა კედელზე. უკანა კედელს იგივე ადგილს უკანა თაღი ჰქვია, მას საშოს   უღრმეს წერტილსაც უწოდებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს წერტილი პირიქით, სულ სხვა ადგილზე მდებარეობს ჯ წერტილის საპირისპირო მხარეს ანუ  საშოს კედლის უკან, თმუცა  ექიმი  Dr. Chua Chee Ann -ის მტკიცებით ეს უკანასკნელი მოსაზრება სრულიად მცდარია (სწორედ აღნიშნული ექიმი არის საშოს წინა თაღის ეროგენული ზონის ჰიპოთეზის წარმომდგენი).

მკვლევარების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსაზრება ჯ-წერტილია ქალის პროსტატა, სინამდვილეში მცდარია და სწორედ საშოს თაღი წარმოადგენს პროსტატის რუდიმენტს.

თვითონ საშოს თაღი წარმოადგენს საშოს უღრმეს წერტილებს. ის არსებობს ორი – წინა და უკანა.  საშო რელაურად ცდება საშვილოსნოს დასაწყისს და სრულდება საშვილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილის ბოლოს. შესაბამისად ქმნის წინ და უკან ორ  რკალს, ან არკას, იგივე თაღს.  უკანა თაღი მდებარეობს საშვილოსნოს ყელის უკან.  ეს ნაწილი უშუალოდ ესაზღვრება დუგლასის ფოსოს., რაც შეეხება წინა თაღს, ის საშვილოსნოს ყელის წინ მდებარეობს და ვეზიკოუტერინარულ ფოსოს ესაზღვრება.

მისიონერული პოზიციის დროს უმეტესად პენისი ასტიმულირებს საშოს წინა თაღს,  რაც როგორც წესი ქალში ძლიერი სიამოვნების განცდას იწვევს.  ქალების ნაწილი აღნიშნავს, რომ საშოს წინა თაღის სტიმულაცია მტკივნეულია.

საშოს წინა თაღის ეროგენული ზონა შეიძლება იწვევდეს ქალის ეაკულაციას, რაც რათქმაუნდა საკამათო საკითხია.  ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მისი სტიმულაციით ადვილია ქალის სექსუალური აგზნება.

ქალების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ ზონით განცდილი ორგაზმი უფრო ინტენსიურია ვიდრე G წერტილის ორგაზმი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სიამოვნება ერთნაირი და მსგასია.