სიყვარულის ფილოსოფია

philosophy-of-loveსიყვარულის ფილოსოფია სოციალური ფილოსოფიის ნაწილია, რომელიც ცდილობს ახსნას სიყვარულის რაობა და ბუნება.   სიყვარულის კვლევა ფილოსოფიურად ცდილობს დაადგინოს სიყვარულის ღირებულება, მისი ფორმები, მისი გავლენა ადამიანების ავტონომიაზე და ა.შ.   სიყვარულის შესახებ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და ჰიპოთეზები. მაგ. ევოლუციური თეორიის მიხედვით სიყვარული ბუნებრივი სელექციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ადამიანებისთვის, არსებობს სპირიტუალური თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც სიყვარული ადამიანებს ღმერთმა უბოძა და არის ზებუნებრივი ამოუცნობი მოვლენა. ზოგადად სიყვარულის განმარტების შეჯერებული ვარიანტი არ არსებობს, თუმცა თითქმის ყველა ადამიანმა იცის რა არის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

სიყვარული სხვადასხვა ფორმის არსებობს მაგ. ადამიანს უყვარს თავისი ცოლი,  სხვაგვარად -დედა, შვილი, მეგობრები.  სიყვარული არა მარტო ამ მხრივ განსხვავდება, არამედ უფრო ზედაპირულადაც. მაგ. შეგვიძლია წარმოვადგინოთ მისი განსხვავებული 4 ფორმა:

მაგალითები:

  1. მე მიყვარს შოკოლადი
  2. მე მიყვარს ფილოსოფია
  3. მიყვარს  ჩემი ძაღლი
  4. მიყვარს ჩემი ცოლი (დედა, მამა, ქმარი და ა.შ.)

პირველ შემთხვევაში (შოკოლადი) სიყვარული ძალიან მარტივად განიმარტება ანუ მიყვარს ის რაც მომწონს ძალიან.  მეორე შემთხვევაში ადამიანი რაღაც აქტივობით იღებს სიამოვნებას, ან რაიმე იდენტობა სძენს მას ღირსეულობის და სიამოვნების შეგრძნებას, შესაბამისად ამაზეც შეუძლია თქვას, რომ უყვარს.  მესამე და მეოთხე ვარიანტი ერთმანეთს წააგავს ვინაიდან ორივე ცოცხალი არსების სიყვარულს ეხება, თუმცა მეოთხე შემთხვევაში სახეზეა პერსონალური სიყვარული რის ფოკუსირებასაც ახდენს ფილოსოდია.  თვით პერსონალურ სიყვარულში ტრადიციულად განარჩევენ სამ ფორმას: ეროსს, აღაპეს და ფილიას.

ეროსი- მგზნებარე და ვნებიანი სურვილი ობიექტისა, უმეტესად თან ახლავს სექსუალური ვნება.  მეტად ეგოცენტრული სიყვარული, ანუ „მე მინდა, მე მსურს“ არის წინა პლანზე წამოწეული.   სიტყვა ეროტიკაც აქედან მომდინარეობს. შესაბამისად ეროტიკა არ შეიძლება განხილული იყოს  სიყვარულში რომელსაც არ ახლავს თან სურვილი და ვნება. ანუ წარმოადგენს სიყვარულს სექსუალურ კუთხეზე ფოკუსირებით.

აღაპე- ღვთაებრივი სიყვარული.  სიყვარულის ეს ფორმა გავრცელებულია განსაკუთრებით ქრისტიანულ რელიგიაში.  აღაპე ისეთი სიყვარულია როგორითაც „ღმერთს უყვარს თავისი შვილები“, და ადამიანებასაც იგივე მოეთხოვება  საპასუხოდ.

რაც შეეხება ფილიას – ის წარმოადგენს გარკვეულწილად შუალედურ მდგომარეობას, ანუ აქ წარმოდგენილი შეიძლება იყოს როგორც სექსუალური ასევე ძლიერი მეგობრული სიყვარული, ფილიათი უყვართ ერთმანეთ ოჯახის წევრებს, ბიზნეს პარტნიორებს, მეგობრებს. ასევე ფილია შეიძლება იყოს წარმოდგენილი რომანტიული სიყვარულის დროს, რომელიც მხოლოდ იმით განსხვავდება მეგობრობისგან, რომ მასში ჩართულია სექსუალობაც.