ადამიანის პაპილომავირუსის მკურნალობა

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV – Human Papillomavirus) – პაილომავირუსების ოჯახიდანაა. გადადის მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე და ცვლის ქსოვილების ზრდის ხასიათს. არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100-მდე სახეობა. მათ შორის 40 ანოგენიტალულ ტრაქტს აზიანებს ქალებსა და მამაკაცებში მახვილწვეტიანი კონდილომების გაჩენას იწვევს. ზოგიერთი მათგანი უვნებელია, ზოგიერთი კი იწვევს მეჭეჭების, პაილომების, პოლიპების, კიბოს გაჩენას. პაპილომავუსების უმეტესი ნაწილი იწვევს კეთილთვისებიან ან ავთვისებიან სიმსივნეებს.

ვირუსი გადაეცემა უპირატესად სქეოსობრივი გზით. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი კანის აქერცლილ ნაწილში რაღაც პერიოდი ცოცხლობს – ამიტომაც ზოგიერთი დაავადება, რომელსაც ეს ვირსუები იწვევენ შეიძლება გადავიდეს კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზითაც კანის მიკროტრავმირების გზით. ანოგენიტალური მეჭეჭების (მახვილწვეტიანი კონდილომები) გადაცემის გზა სქესობრივია – ანალური და გენიტალური კონტაქტები.

პაპილომავირუსები აინფიცირებენ ეპითელიუმის ბაზალურ შრეს, ამასთან განსაკუთრებით ზიანდება მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის ცილინდრულ ეპითელიუმში გადასვლის ადგილები. დაინფიცირებულ უჯრედში ვირუსი არსებობს ორი სახით: ეპისომალური (უჯრედის ქრომოსომებს გარეთ) და ინტრასომალური (უჯრედის გენომში ინტეგრირებული). ვირუსით ინფიცირების ეს ფორმა ავთვისებიან ფორმად არის აღიარებული.

კლინიკური გამოვლინებები პაპილომავირუსულ ინფექციას არ აქვს (კონდილომების და მეჭეჭების გაჩენას თუ არ ჩავთვლით), მისი დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ PCR – ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციით.

პაპილომები – ვირუსი არსებობს ეპისომალურ ფორმაში, თუმცა ხდება ბაზალური შრის უჯრედების პროლიფერაცია და ვითარდება წამონაზარდები. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, რითიც ის ცდილობს ვირუსის გამრავლების ლოკალიზებას გარქოვანებული უჯრედებისგან  გარკვეული „სარკოფაგის“ შექმნით. ამ შემთხვევაში ვირუსი ისაზღვრება ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციით, იმუნოფლიურესცენციით, ჰისტოლოგიური კვლევით.

ადამიანის პაპილომავირუსის მკურნალობა:

  1. კონსერვატიული – პაპილომავირუსის ზოგიერთი ფორმის დროს მკურნალობის ეს მეთოდი ერთადერთიც კია. მაგ, თუკი მამაკაცს არა აქვს კლინიკური გამოვლინებები, მაგრამ პაპილომავირუსი აღმოჩენილია პარტნიორ ქალში. კლინიკური გამოვლინებების პირობებში (მახვილწვეტიანი კონდილომები, პოლიპები) აუცილებელია ქირურგიულად მათი მოცილება იმუნომასტიმულირებელ და ანტივირუსულ მკურნალობასთან ერთად. გავცრელებული ანტივირუსული პრეპარატია აციკლოვირი. ვალციკლოვირი სპეციალიზებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ჰერპესვირუსის დროს და პაილოავირუსის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის მიზანმიმართული;
  2. არასპეციფიური იმუნომოდულატორები – ლიკოპიდ-დერივა-ტამალინი. აუცილებელია გათვლაისიწნებული იქნას, რომ იმუნური სისტემა ძალიან ნატიფი მექანიზმებით არის წარმოდგენილი, რომლის მოქმედების მექანიზმებიც დღემდე შესწავლის პროცესშია. მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება ჩარევის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, ბაქტერია შეიჭრება ორგანიზმში, თუ ექიმები ერევიან ამ რთულ სისტემაში. ძალიან ძნელია იმუნურ სისტემაზე იმოქმედო ისე, რომ არვ დაზიანდეს. აქედან გამომდინარე არასპეციფიური იმუნომოდულატორების დანიშვნა არ ღირს უმიზეზოს. მახვილწვეტიანი კონდილომების მკურნალობა არის ქირურგიული გზა და ანტივირუსული თერაპია და არა იმუნომოდულატორები. ეს ამცირებს პაციენტების უკმაყოფილებას იმუნომოდულატორებით ხანგრძლივად და ძვირადღირებული მკურნალობის გამო;
  3. კონდილომების ქირურგიული მოშორება – 1) ქიმიური კოაგულაცია – პრეპარატი სოკლოდერმი კანიდან კონდილომების მოსაშორებლად და პრეპარატი სოლკოვაგინი ქალებში საშოს და საშვვილოსნოს ყელის ლორწოვანიდან მოსაშორებლად. რაც შეეხება სხვა ქიმიურ კოაგულანტებს – პოდოფილინი, კონდილინი, ფერეზოლი და ა.შ. საჭიროებს რამდენიმეჯერ წასმას, არ არის ძალიან ეფექტური და მათი გამოყენების დროს ხშირია რეციდივი. 2) კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტით, მოყინვა – მეთოდი უმტკივნეულო და სწრაფია. გამოიყენება ერთეული კონდილომების დროს. 3) ელექტროკოაგულაცია – შედარებით გავრცელებული. აცილებს კონდილომებს 1-2 მმ სიღრმეზე, რაც ამცირებს რეციდივის ალბათობას. 4) ქირურგიული ლაზერი – რაც მეტია კონდილომების რიცხვი, მით ეფექტურია ეს მეთოდი. თვალის კონტროლით ხდება მთელი დაზიანებული უბნის მოცილება ისე, რომ არ რჩება ნაწიბურები. 5) რადიოქირურგია – დაზიანებული უბნების მოცილება სისხლძარღვების კოაგულაცია ერთდროულად. მეთოდი უმტკივნეულოა. 6) სკალპელ-კონიზაცია – ჩუჩიდან კონდილომების მოშორების ეფექტური მეთოდი.