ენდოგამია

სურათი "პოკაჰონდასი" - დან სადაც ნათლად არის წარმოჩენილი ენდოგამურობა.

სურათი “პოკაჰონდასი” – დან სადაც ნათლად არის წარმოჩენილი ენდოგამიის ტრადიცია.

ენდოგამია წარმოადგენს ქორწინების პრაქტიკას განსაზღვრულ ჯგუფებში, შეიძლება ეს იყოს გარკვეული კლასი, ეთნიკური ჯგუფი, სოციალური ჯგუფი, რელიგიური ნიშნით გაერთიანებული პოპულაცია და სხვა.  ენდოგამური ქორწინება შეიძლება წარმოადგენდეს ნათესავებს შორის ქორწინებასაც.

ენდოგამია განსაკუთრებით გავრცელებულია იმ კულტურებში,  რომლებიც გადაშენების და გაქრობის პირას არიან. ეს მეთოდი წარმოადგენს  მცირე ჯგუფების საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საკმაოდ გავრცელებულ და კარგ მეთოდს.

ზოგადად თუ შევხედავთ ენდოგამურობა თითქმის ნებისმიერ ეკლესიას(აქ რელიგიას)  ახასიათებს გარკვეული დოზით. ქრისტიანობას შედარებით ნაკლებად,  მაგ. იუდაიზმს შედარებით მეტად.

ენდოგამია იწვევს  ჯგუფების მეტად დაახლოებას და მეტად ჩაკეტვას.   პატარა ჯგუფებს ენდოგამიის მეშვეობით საერთო მიზნები და ინტერესები უფრო უმყარდებათ.

ენდოგამია გავრცელებულია ებრაელებს შორის.  ასევე ბოშებს შორის, რომლებსაც ქვეყანა არ აქვთ, მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და მსოფლიოში სავარაუდოდ 7 მილიონამდე არიან. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ ეთნიკურ იდენტობას  სწორედ ენდოგამურობის (არა მარტო) მეშვეობით. ბოშები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და მათ ფესვები ინდოეთიდან მოდის.