პაპილომავირუსის გარეგანი გამოვლინებები

პაპილომავირუსის გარეგანი გამოვლინებები:

  1. მახვილწვეტიანი კონდილომები – ლორწოვანზე არსებული დვრილისებრი გამონაზარდები. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. ყველაზე ხშირად განლაგებულია ქალებში მცირე სასირცხვო ბაგეების შეიგნითა ზედაპირის, საშოს, საშვილოსნოს ყელის, შარსადენის ხვრელის ირგვლივ ლორწოვანზე; მამაკაცებში – პენისის თავის ირგვლივ, ჩუჩის შიგნითა ზედაპირზე. კონდილომები ადვილი შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალისთვისაც. როგორც წესი, ისინი შეიგრძნობა დაბანის დროს ხელით. ზოგიერთი ამას ყურადღებას არ აქცევს და ეს გამონაზარდები არსებობს ბავშვობიდან და ხალხი მას ანატომიურ ნორმად თვლის. სინამდვილეში სასირცხვო ბაგეების ზედაპირები უნდა იყოს სწორი;
  2. ვირუსული პაპილომები (მეჭეჭები) – შეიძლება გაჩნდეს კანზე. პაპილომებისგან (კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე) განსხვავებით ვირუსული პაპილომები ჩნდება, ქრება და კვლავ ჩნდება. ამ შემთხვევაში მეჭეჭები არის ვირუსული ინფექციის გამოვლინება და დამოკიდებულია ორგანიზმის დამცველობით შესაძლებლობებზე მოცემულ მომენტში. ვირუსულ პაპილომებს ნორმალური კანის ფერი აქვს;
  3. შერწყმული კონდილომა – ზოგჯერ ცალკეული კონდილომების ნაცვლად ხდება რამდენიმეს შერწყმა და ყალიბდება გაერთიანებული – ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წარმონაქმნი. ამ შემთხვევაში საჭიროა მათი დიფერეცირება განიერი კონდილომებისგან, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციების გამოვლინება, მათ შორის შიდსისაც;
  4. საშვილოსნოს ყელის ბრტყელი კონდილომა – პაპილომავირუსის ყველაზე ხშირი და საშიში გამოვლინება საშვილოსნოს ყელზე. ზოგადად კონდილომები მიუთითებს პროცესის სიმწვავეზე და რაც მწვავეა პროცესი, მით ადვილია მისი მკურნალობა. ბრტყელი კონდილომა კი ქრონიკული, უკვე დიდხანს არსებული პროცესის ნიშანია, რომელმაც საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმში ცვლილებები გამოიწვია. კოლპოსკოიურად ბტრყელი კონდილომის დიაგნოსირება საკმაოდ რთულია. დაზიანებული უბანი თეთრდება ძმარმჟავით დამუშავებისას, არ იღებება ლუგოლის ხსნარით, აქვს მკვეთრი საზღვრები ეპითელიუმთან, ხშირად გეოგრაფიული კონტურებით. ბრტყელი კონდილომების კოლპოსკოპიური სურათი – ტრანსფორმაციია ატიპიური ზონა, რომელზეც შეიძლება მოზაიკის, პუნქტაციების, ღია ჯირკვლების ელემენტები. თვალით ზუსტი დისგნოზის დასმა ვერ ხერხდება;
  5. საშვილოსნოს ყელის კიბო – ქალებში სარძევე ჯირკვლების შემდეგ ყველაზე ხშირი ავთვისებიანი პროცესი. მისი განვითარების საშუალო ასაკი 34-47 წელი. უკანასკნელ წლებში ეს პათოლოგია გაახალგაზრდავდა. სამწუხაროდ, საშილოსნოს ყელის კიბო უხშირესად აღმოჩნდება ხოლმე ბოლო სტადიაზე ქალებში პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვების კულტურია არ ქონის გამო. ხშირად ამ პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის დაიყვანება ექტოპიური უბნების დიათერმოკოაგულაციამდე (მოწვამდე) შემდგომი მონიტორინგის გარეშე. სინამდვილეში ჩივილების ქონისგან დამოუკიდებლად ყოველ 6 თვეში უნდა ჩატარდეს კოლპოსკოპია და ციტოლოგიური გამოკვლევა. საეჭვო კოლპოსკოპიური სურათის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ბიოფსია და ბიოფტატის მორფოლოგიური გამოკვლევა. განსაკუთრებით ნაჩვენებია პერიოდული კოლპოსკოპიები თავისთავად შეხორცებული, ნამკურნალევი, მომწვარი ან მოყინული ეროზიების დროს.