სგგი ბავშვებსა და მოზარდებში

უკანასკნელ წლებში ბავშვების დაინფიცირება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (სგგი) ავადობის მაჩვენებელი გაიზარდა, როგორც პოპულაციაში, ასევე 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ამის გამო პრობლემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. დღესდღეობით არსებობს ბავშვთა ორი ასაკობრივი ჯგუფი 0-14 წელი და 14-18 წელი.

უკანასკნელ წლებში პროგრესირებს სიფილისით, გონორეით, ტრიქომონით, ქლამიდიოზით ავადობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში.

ბავშვებში სგგი გადაცემის ძირითადი გზებია:

  • ტრანსპლაცენტური – შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები В და С, სიფილისი, პაპილომავირუსული ინფექცია;
  • პერინატალური – შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები В და С, სიფილისი, გონოკოკური ინფექცია, ტრიქომონადა, ქლამიდია და პაპილომავირუსული ინფექცია;
  • ინფექციის გადაცემა ძუძუთი კვების დროს – შიდსი (ვირუსული ჰეპატიტები В და С და სიფილისისთვის რისკები არ არის გარკვეული);
  • პირდაპირი კონტაქტი:
    – აუტოინოკულაცია (ჰეპრესინფექცია და პაპილომავირუსული ინფექცია),
    – საყოფაცხოვრებო საგნები (ტრიქომონითა და პაპილომავირუსული ინფექციებისთვის საყოფაცხოვრებო გზით გადაცემა არ არის ბოლომდე შესწავლილი, დანარჩენი სგგი შემთხვევაში კი ეს გზა გამორცხულია),
    – სქესობრივი კონტაქტი (ყველა სგგი);
  • ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების, სისხლის გადასხმის და/ან სისხლის პროდუქტების გამოყენება (შიდსი,ვირუსული ჰეპატიტები В და С).

ადრეულ წლებში

ადრეულ წლებში ძირითადად მოზარდები ინფიცირდებოდნენ სგგი უკონტროლო სქესობრივი კავშირების გამო, ბოლო წლებში კი იმატა სგგი ავადობამ 0-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. სხვადსახვა კვლევებით საშარდე სისტემის ქვედა ნაწილის ანთებით დაავადება გამომწევებში 7,5-10% არის სგგი.

dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU