ქიმიური კასტრაცია

20130318.111233_chemical-castration_reutersქიმიური კასტრაცია წარმოადგენს მედიკამენტების გამოყენებით ლიბიდოს და სექსუალური აქტივობის დაქვეითებას.  ქიმიური კასტრაცია არ არის იგივე სტერილიზაცია, ვინაიდან ამ დროს ანატომიური ორგანოები შენარჩუნებულია.  მიიჩნევა, რომ ქიმიური კასტრაცია შექცევადია თუ მკურნალობა შეწყდება.  ქიმიური კასტრაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსჯავრდებულების მიმართ იმ შემთხვევებში თუ მათ დანაშაული უკავშირდება სექსუალურ სფეროს. მაგ. პედოფილია, გაუპარიურება და ა.შ.

ქიმიური კასტრაციისთვის უმეტესად გამოიყენება  ანტი ანდროგენები. მაგ. ციპროტერონ აცეტატი,  დეპო პროვერა  (მხოლოდ პროგესტერონიანი კონტრაცეპტივი), ბენპერიდოლი. რომლებიც უმეტესათ ინექციის გზით შეჰყავთ ორგანიზმში.

ქიმიური კასტრაცია როდესაც გამოიყენება კაცების წინააღმდეგ ხდება ტესტოსტერონის შემცირება, მცირდება ლიბიდო, კომპულსური (აკვიატებული) სექსუალური იდეები ითრგუნება,  სიცოცხლისთვის საშიში პირდაპირი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს, თუმცა შეიძლება მოჰყვეს ხანგრძლივი არასასურველი ეფექტები.  მაგ. წონაში მატება ცხიმოვანი ქსოვილის მეტად განვითარება, ძვლის მინერალურობის შემცირება.  ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფემინიზაციაც. გინეკომასტია  და ცხიმის გადანაწილების ქალური ტიპით შეცვლა ორგანიზმში, სხეულის თმიანობის და კუნთების შემცირება.

დღეისთვის მიიჩნევა, რომ ქიმიური კასტრაცია საკმაოდ უარყოფით მოვლენაა, განსაკუთრებით როცა იძულების ფორმა აქვს (სექს-დამნაშავეებში).

პირველად  ქიმიური კასტრაცია გამოიყენეს 1944 წელს კაცისთვის ტესტოსტერონის შემცირების მიზნით.

რუსეთში 2011 წელს მიიღეს კანონი რომლის მიხედვითაც პედოფილებისთვის შესაძლებელია ქიმიური კასტრაციის გამოყენება.  დაახლოებით იგივე კანონია სამხრეთ კორეაში, ოღონდ ამ შემთხვევაში კასტრაცია უტარდებთ იმ ადამიანებს ვინც  გააუპატიურებს ადამიანს 16 წლამდე ასაკისას.

2012 წელს ესტონეთმა დაუშვა ქიმიური კასტრაციის გამოყენება სექს-დამნაშავეებთან დაკავშირებით.  ცოტა ადრე იგივე მოხდა პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოში,  მოლდოვაში და ა.შ.

აშშ-ში მართალია იყენებენ ქიმიურ კასტრაციას, თუმცა  FDA -ის მიერ  არ არის დამოწმებული, როგორც სექს-დამნაშავეების მკურნალობა.