11 წლამდე დედები

236px-Lina_Medina

ლინა მედინა

მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკა და ისტორია ინახავს მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც მოხდა  ორსულობა და მშობიარობა ბავშვთა ასაკში სქესობრივ მომწიფებამდე. ანუ საშუალოდ 11 წლამდე.

ყველაზე ახალგაზრდა დედა იყო ლინა მედინა, რომელიც პერუში ცხოვრობდა, მან საკეისრო კვეთით იმშობიარა ლიმაში (პერუს ყველაზე დიდი ქალაქი).  ის 1933 წელს დაიბადა.  მას ჰქონდა ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ვინაიდან საკეისრო კვეთის დროს მისი სასქესო სისტემა შემოწმდა, რომელიც სრულიად მომწიფებული იყო.  მისი ვაჟი დაიბადა 2,7 კგ.    იყო ჯანმრთელი, იზდებოდა ისე, რომ ეგონა ლინდა საკუთარი და იყო.   საბოლოოდ 40 წლის ასაკში  1979 წელს გარდაიცვალა ძვლის ტვინის დაავადებით.   ცნობები იმის შესახებ თუ ვინ იყო  ბავშვის მამა გამოკვეთილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მედინა ლინდა მედინა პატარა ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ლიზა  გრიშჩენკო (1934) –  ცხოვრობდა  უკრაინაში (იმ დროს საბჭოთა კავშირში)   ის 6 წლის ასაკში საკუთარი ბაბუისგან დაორსულდა, თუმცა ორსულობამ ბოლომდე ვერ მიატანა პლაცენტის აშრევების გამო. იმ დროისთვის ნაყოფი უკვე  3 კგ და 52 სანტიმეტრი იყო. ანუ სიცოცხლისუნარიანი, თუმცა ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ანნა მამენთელერი – დაიბადა 1759 წელს შვეიცარიაში. მან 8 წლის ასაკში გააჩინა შვილი,

8 წლის ასაკში იმშობიარეს ნიგერიაში  (1884)  Mum-Zi -იმ და  Zi-იმ  (1893).  ასევე ინდოეთში 1933 წელს ქაშმირში იმშობიარა 8 წლის გოგონამ რომლის სახელი და გვარი უცნობია.

ჰილდა ტრუჯილო (1957წ. პერუ )  –  8 წლის ასაკში დაორსულდა და იმშობიარა.  ბავშვის მამა იყო მისი ობოლი ბიძაშვილი, რომელიც ჰილდას ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში.

ზულმა გვადალუპე მორალესი  1993 წელს 8 წლის ასაკში ასევე გახდა დედა  მექსიკაში. ის საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა.

2000 წელს  რუსეთში (ფედერალური რეგიონი ჩეჩნეთი)  8 წლის ანია გააუპატიურა 13 წლის მეზობელმა და მან ამ ასაკში შვილი გააჩინა.  აღწერილი შემთხვევით აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა დედა გახდა.   ბოლო 60 წლის განმავლობაში.

9 წლის ასაკში 1967 წელს  მარია ეუალია ალლენდემ იმშობიარა არგენტინაში, რომელიც თავისი 20 წლის ბიძაშვილისგან დაორსულდა.

2010 წელს კამილა 10 წლის ასაკში. ფილიპინებში საკუთარი მამისგან დაორსულდა

ერთ-ერთი ყველაზე ახალი დოკუმენტირებული შემთხვევა 2012 წელს 29 მარტს მოხდა ,  10 წლის კოლუმბიელმა გოგონამ იმშობიარა, ბავშვი 2,6 კგ 47 სანტიმეტრი სიგრძის საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

11 წლის დედა

11 წლის დედა