სექს-პოზიტიური მოძრაობა

abstinence_feminism_m-211x250სექს-პოზიტივისტური მოძრაობა წარმოადგენს იდეოლოგიას, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალობა განხილურლია ჯანმრთელ და პოზიტიურ მოვლენად, მისი მიზანია სექსუალური ურთიერთობების თავისუფლება ნებისმიერი რეგულირებისგან. მაგ. აბორტის უფლება, თავისუფალი სექსი,  სექსის მორალური შეზღუდვებისგან თავისუფლება (მაგ. ქალიშვილობის ინსტიტურის განადგურება) და ა.შ.

თვითონ ტერმინი სექს-პოზიტივი და სექს-ნეგატივი დამკვიდრდა ავსტრიელი ფსიქიატრის ვილჰემ რაიხის მიერ, რომელიც საზოგადოებებს სექსთან დამოკიდებულების მიხედვით ყოფდა ორ კატეგორიად.  სექს-პოზიტიური და სექს-ნეგატიური. სექს-ნეგატიური მოძრაობა სექსს  აღიქვამს, როგორც უარყოფით მოვლენას და მაქსიმალურად ცდილობს მის შეზღუდვას და რეგულაციას საზოგადოებაში სხვადასხვა მექანიზმებით.  მაგ. ქრისტიანობაში მრუშობა ცოდავად არის შეფასებული, შესაბამისად ის ადამიანის სექსუალობას უყურებს როგორც დესტრუქციულ და უარყოფით მოვლენას მრავალ შემთხვევაში.   ასეთ საზოგადოებებში არსებობს სექსუალური იერარქიები, სადაც ზედა საფეხურზე დაყენებულია ჰეტეროსექსუალური ქორწინებაში სექსი, ხოლო ყველაზე ქვედა საფეხურზე: მასტურბაცია, ჰომოსექსუალობა, პარაფილიები და სხვა სექსუალური დევიაციური ქცევები.

სექს-პოზიტივიზმი ზოგ შემთხვევაში შეზღუდვებსაც მოითხოვს. მაგ. სექს პოზიტივი ფემინისტები მიიჩნევენ, რომ პორნოგრაფია ქალისთვის შეურაცმყოფელი და დამამცირებელი, ქალის გამოყენების მაჩვენებელია, შესაბამისად მის შეზღუდვას მოითხოვენ.  ეს რათქმაუნდა საკამათო საკითხია.  ისევე, როგორც თვითონ სექს პოზიტივიზმის და სექს-ნეგატივიზმის იდეა.

სექს პოზიტივიზმი იღებს და უარყოფითად არ აფასებს, როგორც ჰეტეროსექსუალობას, ასევე ჰომოსექსუალობას, ტრანსექსუალობას, ასექსუალობას, პოლიამორიას, ბდსმ, ტრანსგენდერიზმს და სხვა ნორმის ვარიაციებს, ზოგ შემთხვევაში პარაფილიებს.  სექს-პოზიტივიზმში დიდი მნიშვნელობა ენჭება საზოგადოების სქესობრივ  განათლებას.