ანტისექსუალობა

ANTISEX_Poster_.previewანტისექსუალიზმი არის სექსუალობის და სექსუალური ქცევის მიმართ უარყოფითი და მტრული დამოკიდებულება.  თანამედროვე დრომდე ანტისექსუალური დამოკიდებულება ხშირი იყო, განსაკუთრებით მძაფრად წარმოჩინდებოდა სხვადასხვა რელიგიების მხრიდან.   ანტისექსუალები მიიჩნევენ, რომ სექსი არის დამოკიდებულების ფორმა, ის აზიანებს ადამიანის სხეულს და სულს, ადამიანს უბიძგებს ღალატისკენ და ტყუილისკენ, ასევე ადამიანი სექსს უმორჩილებს მთელს მის სხეულს და სულს, ის ხდება სექსზე დამოკიდებული.  ანტისექსუალებს, როგორც წესი სჯერათ, რომ მსოფლიოში სექსი მიზეზია სერიოზული დიდი პრობლემების არსებობისა, ასევე ეჭვისთვალით უყურებენ რომანტიულ ურთიერთობებს,  მიიჩნევენ, რომ სიყვარული ადამიანზე დამოკიდებულებას წარმოადგენს.

არსებობს საზოგადოებები, გაერთიანებები და ფორუმები, რომლებიც სექსუალობის და სექსის წინააღმდეგ გამოდიან. ერთ-ერთი ცნობილი ანტისექსუალია  Yu. Nesterenko,  რომლის დაარესებულია ანტისექსუალური ფორუმი antisex.info. მისი მიხედვით სექსუალობა წარმოადგენს ისეთ მოვლენას, როგორიც წამალდამოკიდებულებაა, ვინაიდან ის ადამიანს ართმევს და აკარგვინებს შესაძლებლოლბას და ინტელექტს, ქმნის მას სექსზე და სექსუალობაზე ორიენტირებულს და დამოკისებულს.