რბილი შანკრი

F342.large

რბილი შანკრი, იგივე შანკროიდი,  წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ბაქტერიულ ინფექციას. ხასიათდება მტკივნეული წყლულებით გენიტალიაზე, ანუ ვითარდება რბილი, მტკივნეული შანკრი.  რაც შეეხება მაგარ შანკრს, ის ახასიათებს სიფილისს და არ არის მტკივნეული.  რბილი შანკრის გამომწვევია ბაქტერია (გრამ-უარყოფითი)  Haemophilus ducreyi, უმეტესად გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში, დაბალ სოციოეკონომიკურ პირობებში.  ხშირად ასოცირებულია სექს-მუშაკებთან.  შანკროიდი დამატებით რისკ ფაქტორს წარმოადგენს  აივ- ინფექციისთვის.

Haemophilus ducreyi, იწვევს ადგილობრივ ერითრემატოზულ პაპულებს, პრომლებიც შემდგომში ტრანსფორმირდება 4-7 დღეში პუსტულებად.  შემდეგ განიცდის ცენტრალურ ნეკროზს და დაწყლულებას.

სიმპტომები და ნიშნები:

  • წყლული ზომით 3-50 მმ (ანუ 5 სანტიმეტრამდე დიამეტრის)
  • დაწყლულებული ადგილის ტკივილი
  • აქვს მკვეთრი შემოსაზღვრული კიდეები
  • ირეგულარული საზღვრები.
  • შანკრის ფუძე დაფარულია მოყვითალო-მონაცრისფრო მატერიით.
  • ტრავმის შედეგად ადვილად სისხლმდენია.
  • ახასიათებს დიზურია (ტკივილი ურინაციის დროს), დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)

 

მამაკაცებში შანკრის რაოდენობა უმეტესად ერთია. ქალებში რამოდენიმე.

შანკრი შეიძლება განვითარდეს გენიტალიებზე თითქმის ნებისმიერ ადგილზე.

ქალებში ყველაზე ხშირად ვითარდება დიდ სასირცხვო ბაგეებზე.

მკურნალობას წარმოადგენს  აზიტრომიცინის ერთჯერადი დოზა 1 გრამი,  ან  ცეფტრიაქსონი, ერითრომიცინი.

chancroid