ტრანსფერენცია

transf11ტრანსფერენცია – გადატანა,  გადაცემა. წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ფენომენს რომლებსაც ადამიანები იყენებენ და გამოიხატება სხვადასხვა ქცევების, ჩვევების დამოკიდებულების განმეორებით ბავშვობიდან  დიდობაში. ეს იდეა პირველად ფროიდმა ჩამოაყალიბა.  ტრანსფერენცია შეიძლება სხვადასხვა განმარტებით იქნეს გამოყენებული. მაგ. ადამიანმა შეიძლება საკუთარი რეაქცია ჩამოაყალიბოს ბავშვობაში ჩამოყალიბებული რეაქციის შესაბამისად დიდობაშიც, შეიძლება ბავშვობაში მიღებული ემოციები, გრძნობები ეძიოს დიდობაშივ.

ტრანსფერენციის იდეით აიხსნება ის ფაქრი, რომ ადამიანებს (ნაწილს) მომავალში პარტნიორად მოსწონთ და უყვარდებათ დედის/მამის მსგავსი ადამიანები.  შვილებს ექცევიან ისე, როგორც ექცეოდნენ მათ ბავშვობაში.

ბავშვობაში განცდილი დაჩამოყალიბებული დამოკიდებულება გრძელდება დიდობაშიც ახალი მოვლენების მიმართაც. მაგ. თუ ბავშვობაში  ეშინოდა ვინმესი, მსგავსი ხმის, აღნაგობის ან სხვა მახასიათებლის ადამიანების მიმართ შეიძლება შეეშინდეს დიდობაშიც. ასევე ბავშვობის საკვები, როგორც წესი დიდობაშიც უყვართ ხოლმე ადამიანებს, თუმცა ეს მხოლოდ ტრანსფერენციასთან არ არის დამოკიდებული, ამ საკითხში შეიძლება  შეჩვევასაც ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა.