სექსი თავის ტკივილის წინააღმდეგ

are-you-good-in-bed-jan-5-2012-600x398ჟურნალ „Cephalagia“ ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც სექსი შეიძლება ერთ – ერთი საუკეთესო საშუალება იყოს შაკიკის (თავის ძლიერი ხშირი ტკივილი) წინააღმდეგ.  გერმანიის  „Munster“ – ის უნივერსიტეტის ნევროლოგების  და მეცნიერების მიერ იქნა ეს შედეგი მიღებული კვლევების შედეგად.

ძირითად მექანიზმს სავარაუდოდ წარმოადგენს პოსტორგაზმული მდგომარეობის დროს გამომუშავებული ჰორმონები, რელაქსაცია, ასევე ენდორფინები, რომლებიც ორგაზმის დროს გამოიყოფა ორგანიზმში.

სხვადასხვა კვლევებით ასევე დასტურდება, რომ იოგასაც შეუძლია მსგავსი გავლენის მოხდენა ქრონიკულ თავის ტკივილზე.

ადამიანის სექსუალური აქტივობის ნებისმიერი ფორმა შეიძლება გამოიყენებოდეს  თავის ტკივილის წინააღმდეგ, მათ შორის  მასტურბაციაც.

სექსი ზოგჯერ ეფექტურია მაშინაც  კი როდესაც  ტკივილგამაყუჩებელი მედიკაცია უძლურია.