სექსის გახანგრძლივება

How-To-Last-In-Bed-Longer არსებობს სხვადასხვა მეთოდები და ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მამაკაცს შეუძლია  სექსის დროის გახანგრძლივება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდია დესენსიტიზებელი  სპრეები, რომლებიც შეიცავენ  ადგილობრივ ანესთეტიკს,  მისი მოხვედრა პენისის თავზე კი იწვევს პენისის მგრძნობელობის დაქვეითებას, ეს იწვევს ეაკულაციის დროის გახანგრძლივებას.  თუმცა მას აქვს თავისი უარყოფითი  მხარეები: ყველა შემთხვევაში ეფექტური არ არის, და მეორე მან შეიძლება პარტნიორის სასქესო ორგანოს (უმეტესად საშო) მგრძნობელობის დაქვეითება გამოიწვიოს და სექსისგან სიამოვნება ვერ მიიღოს.

მეორე ცნობილ მეთოდს წარმოადგენს ფოსფოდიესთერაზა 5 ის ინჰიბიტორები (ვიაგრა, სიალისი, კამაგრა და ა.შ) თუმცა მათი ეფექტურობა ეჭვ ქვეშ დაგას და ამავდროულად აქვთ გვერდითი ეფექტები, რომლის გამოყენებაც რისკს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

შემდეგ ცნობილ მეთოდს წარმოადგენს კეგელის ვარჯიშები მამაკაცისთვის, რომელის დაწვრილებით აღწერილია მოცემულ სტატიაში.

დაწყება-შეჩერების მეთოდი  –  მამაკაცი როდესაც იწყებს ფრიქციებს  როდესაც იგრძნობს ორგაზმის მოახლოებას ჩერდება რამოდენიმე წამით. საშუალოდ ამისთვის 10 წამი საკმარისია, შემდგომ განაგრძობს სექსს შემდეგ ორგაზმის მოახლოებასთან ერთად ისევ ჩერდება და ა.შ.

ხელის მოჭერის მეთოდი – როდესაც მამაკაცი გრძნობს, რომ ორგაზმი უნდა დადგეს, ხელს ძლიერად უჭერს პენისის ფუძეს რაც ახდენს შარდსადენის მექანიკურ დახშობას, ასევე ორგაზმის ტალღის ჩაცხრობას და შეკუმშვები შედეგად არ იწყება.  ამ მეთოდს აქვს თავისი რისკიც, თუ ეაკულაცია უკვე დაწყებულია და მოხდება შარდსადენის მექანიკური დახშობა ეაკულაცია მაინც შეიძლება მოხდეს, ოღონდ უკვე შარდის ბუსტში. ანუ რეტროგრადული ეაკულაცია, რაც თავის მხრივ დამატებით პრობლემას წარმოადგენ.

პრეზერვატივის გამოყენება – ეს მეთოდი  მექანიკურ ბარიერს ქმნის, შესაბამისად  პენისის ჰიპერმგრძნობელობას ამცირებს.  დესენსიტიზებელი პრეზერვატივის გამოყენება,  პრეზერვატივის სახეობა რომელიც შეიცავს ანესთეტიკს მას ასევე შეუძლია სექსის გახანგრძლივება.