სექსუალური ფობიები

sexual-phobiasადამიანის სექსუალობასთან ასოცირებული ფობია წარმოადგენს მდგომარეობას რომლის დროსაც ადამიანს ეშინია, არ მოსწონს, ან აქვს უარყოფითი და/ან აგრესიული დამოკიდებულება რომელიმე განსაზღვრულ სექსუალურ ჯგუფთან ან სექსუალურ ქცევასთან.   სექსუალურ ფობიებს, როგორც წესი თან ახლავს:  ანტიპათია,  ზიზღი, დაცინვა, აბუჩად აგდება, ცრურწმენების და ცრუ ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები, ავერსია, არაკეთილგანწყობა, ირაციონალური შიში ან სიძულვილი.

ბიფობია –   შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ბისექსუალების (სექსუალურად მოსწონთ ორივე სქესი) მიმართ.

ჰეტეროფობია – შიში/უარყოფითი  დამოკიდებულება ჰეტეროსექსუალების (სექსუალურად მოსწონთ საპირისპირო სქესი) მიმართ

ჰომოფობია  – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექუალების ( სექსუალურად მოსწონთ მსგავსი სქესი) მიმართ

ლესბოფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელების მიმართ

ტრანსფობია – შიში/უარყოფითი დამოკიდებულება ტრანსექსუალების (როდესაც ადამიანების ბიოლოგიური სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს არ ემთხვევა) მიმართ