Baby Boom

imageBaby Boom (ბეიბი ბუმი) წარმოადგენს პერიოდს რომლის დროსაც გამოხატულად მაღალია შობადობა.

ბეიბი ბუმი აღინიშნებოდა დასავლურ სამყარობში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ,  ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ  ბეიბი ბუმის პერიოდში ბეიბი ბუმერებს ეძახიან. მაგ. ამერიკაში და ევროპაში სექსუალური რევოლუცია 70 -80 – იან წლებში ბეიბი ბუმერებს უკავშირდება.

ბეიბი ბუმი გამოხატულია თუ   წლიურად 100  ქალზე 2 შობადობა (ან მეტი) მოდის.

მიიჩნევენ, რომ ბეიბი ბუმი ნაწილობრივ განსაზღვრავს და მიუთითებს ქვეყანაში კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამერიკაში ბეიბი ბუმი  1946-1964 წელს აღინიშნებოდა. ამ პერიოდში 78 მილიონზე მეტი ამერიკელი დაიბადა.

ბეიბი ბუმი ზოგჯერ  კანონმდებლობითაა გამოწვეული და არა რეალურად გაუმჯობესებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობით. მაგ. რუმინეთში 1967-1989 წლებში ბეიბი ბუმი გამოწვეული იყო კონტრაფეპტივების და აბორტის აკრძალვით.

ბეიბი ბუმერები ამერიკაში  (და არა მარტო) მოიხსენიებიან  კულტურული კონტექსტითაც, ბუმერების თაობა  ტრადიციულ ღირებულებებზე უარს ამბობდა და ნერგავდა ახალ უფრო ლიბერალურ ფასეულობებს.   ბეიბი ბუმერების თაობა არიან უფრო მდიდრები, სოციალურად აქტიურები და  განათლებულები , ვიდრე მანამდე არსებული თაობები.