ვალენტინობა

220px-St-valentine_110921-01ვალენტინობის დღესასწაული აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ის როგორც წესი არაოფიციალური დღესასწაულია და სამუშაო დღეს წარმოადგენს. ვალენტინის დღესასწაული აღინიშნება ყოველი წლის 14 თებერვალს, მას სხვაგვარად სიყვარულის დღესასწაულსაც უწოდებენ. მრავალი წყვილისთვის ვალენტინობა წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს.  ვალენტინობა  აღინიშნება საქართველოშიც.   ამ დღის საფუძველს წარმოაგენს წმინდა ვალენტინის ცხოვრება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარტვილია,  მოღვაწეობდა სავარაუდოდ მესამე საუკუნეში,  ის რომაელ ჯარისკაცებს ჯვარს წერდა, მიუხედავად საწინააღმდეგო კანონმდებლობისა, შესაბამისად ვალენტინი დაატყვევეს.  მან ციხის ზედამხედველის ქალიშვილი განკურნა სასწაულებრივად. ლეგენდის მიხედვით სანამ ვალენტინს თავს მოკვეთდნენ  მან გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა ქალიშვილს სადაც ეწერა „თქვენი ვალენტინისგან“, სავარაუდოდ ამ ფაქტის შემდგომ  გახდა პოპულარული სასიყვარულო ბარათების გაგზავნა საყვარელი ადამიანისთვის.  მიიჩნევა, რომ 14 თებერვალს ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.

ვალენტინობა  აღინიშნებოდა რენესანსის პერიოდშიც, ის ასოცირებული იყო რომანტიულ სიყვარულთან, განსაკუთრებით მიიჩნეოდა კურტუაზიული სიყვარულის მფარველად და მცველად.

ვალენტინის შესახებ არსებობს ასევე სხვადასხვა ფოლკლორული ნაწარმოებები და ლეგენდები, რომელიც გავრცელებულია სხვადასხვა ფორმით  თითქმის მთელს მსოფლიოში.