ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება

ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება ისაზღვრება, როგორც სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების შეთანხმება.

სექსუალური ურთიერთობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მათ შორის. ქალისა და მამაკაცის სექსუალობის თავისებურებათა ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ცხოვრების ჰარმონიისთვის.

ქალსა და მამაკაცს შორის  სექსუალურ სფეროში არსებობს გარკვეული თვისობრივი განსხვავებები. ამ განსხვავებების გააზრება-მოგვარება უზრუნველყოფს სრულყოფილ და ბედნიერ სექსუალურ ცხოვრებას.

ქალებში სექსუალური ლტოლვის ფსიქოლოგიური კომპონენტი სჭარბობს ფიზიკურ კომპონენტს. ეს ვლინდება ცნობილ ფაქტში: ქალი მხოლოდ მაშინ რეაგირებს სექსუალურ გაღიზინებაზე, როცა მამაკაცთან მას აკავშირებს რაიმე ემოციური ფაქტორი (გრძნობები).

იქიდან გამომდინარე, რომ გრძნობების განვითარებას დრო საჭირდება, ქალის სექსუალური რეაქცი არ არის მყისიერი, ის დგება მხოლოდ გარკვეული დადებითი ემოციების ფონზე. ამიტომაც მამაკაცი საწყის ეტაპზე უნდა იყოს ალერსიანი და ნაზი, რომ ქალს განუვითარდეს შესაბამისი ფანწყობა.

ქალებს მხოლოდ გარკვეული პრელუდიის შემდეგ უჩნდებათ სქესობრივი სიახლოვის სურვილი, ამიტომაც მამაკაცმა უნდა იმოქმედოს ეროგენულ ზონებზე, ანუ ქალის სხეულში მომატებული მგრძნობელობის უბნებზე. ითვლება, რომ ასეთი მგრძნობელობით გამოირჩევა ენის ლორწოვანი გარსი, ტუჩები, ყურის ბიბილო, კეფა, ხერხემალი, სარძევე ჯირკვლები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი და სასქერსო ორგანოები. ყველაზე მგრძნობიარე ადგილი კი არის კლიტორი.

საყურადღებოა, რომ ქალებში ინდივიდუალურია ეროგენული ზონების განლაგება, ანუ სხვადსხვა ქალს მგრძობიარე აქვს სხეულის სხვადსხვა უბანი. სექსის ფრიქციული ფაზა სრულდება ორგაზმით – სიამოვნების პიკით, რომელსაც მოსდევს მოდუნება.

ქალის ორგაზმის მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. ანორგაზმია შეიძლება განაპირობოს აღზრდის ტიპმა, შებოჭილობამ, სიმორცხვემ, პარტნიორის გრძნობებში ეჭვის შეტანამ, გარემომ და ზოგიერთმა ფიზიოლოგიურმა ფაქტორმა.

ხშირად ქალის ორგაზმი დამოკიდებულია მამაკაცის ქცევაზე, მისი სექსუალური განათლების დონესა და უნარებზე.

ორგაზმის შემდგომ დგება სექსუალური კავშირის ბოლო ეტაპი, როცა ალერსი უნდა იყოს დამამშვიდებელი ნერვული დაძაბულობის მოხსნის მიზნით.

მენსტრუაციის წინ და უშუალოდ მის შემდეგ ქალებში შეინიშნება სექსუალური ლტოლვის გაძლიერება. ქალების ნაწილში კი სექსუალური ლტოლვა აღინიშნება მხოლოდ მენსტრუალური ციკლის გარკვეულ დღეებში. გასაგებია, რომ ეს დღეები განსაკუთრებული სიზუტით უნდა იცოდეს მამაკაცმა.

სექსოლოგების კაბინეტში ხშირად ხვდებიან ადამიანები სექსუალურ ცხოვრებაზე დამახინჯებული და მცდარი შეხედულებების გამო. მაგ, ძალიან ბევრი მამაკაცი მიდის ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ 3-5 წუთიანი სექსის შემთხვევაში, მაშინ როცა ეს არის ნორმა. ნაადრევ ეაკულაციად ითვლება 1 წუთი ან უფრო მალე დასრულებული სქესობრივი აქტი.

ამ შემთხვევაში სექსოლოგთან ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი ხშირად არის ცოლის უკმაყოფილება, რომლისთვისაც 3-5 წუთი საკმარისი არ არის, რომ ორგაზმი განიცადოს და უკმაყოფილოა.

მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქცია შეიძლება განაპირობოს მომატებულმა მოთხოვნებმა საკუთარი თავისადმი.

მამაკაცის ცხოვრებაში არსებული მცირე წარუმატებლობაც კი (რაც ყველა მამაკაცის ცხოვრებაშია) ერთბაშად იწვევს მამაკაცის თვითშეფასებისა დაცემასა და საკუთარ შედაძლებლობაში ეჭვის შეტანას. ამ შემთხვევაში პირველ კრახს მეორე მოსდევს ნერვიულობის ნიადაგზე და მამაკაცის მდგომარეობას ფსიქოლოგიურად მძიმდება.

მამაკაცების დიდ ნაწილს აწუხებს ის, რომ „ახალგაზრდობაში მეტი შეეძლო, ახლა კი ვერ ქაჩავს“. აღსანიშნავი და საყურადღებოა, რომ ახალგაზრდობაში მამაკაცს აქვს ჰიპერსექსუალობის პერიოდი, რომელიც სრულდება და აღარ მეორდება. ამიტომაც საკუთარი თავისთვის 35 წლის ასაკში იგივე მოთხოვნების წაყენება, რაც 20 წლის ასაკში იყო, უაზრობაა.

ამრიგად, ჰიპერსექსუალობის ასაკი გადის და 30-35 წლის ასაკში მამაკაცს აქვს ნორმალიზებული პოტენცია, დაქვეითება კი აღინიშნება 50-55 წლის ასაკში.

საშუალოდ ყველა მამაკაცს რეზერვში 5-5,5 ათასი ეაკულაცია. რაც უფრო ადრე იწყება სექსუალური აქტივობა, მით ადრეულ ასაკში დაიწყება იმპოტენციაც.

საკუთარ მამაკაცურ შესაძლებლობეზე ღელავს ყველა მამაკაცი, ამიტომაც აუცილებელია მავნე ჩვევებზე უარის თქმა, შრომისა და დასვენების პროცესების დარეგულირება.

ქვემოთ მოყვანილია რჩევები მამაკაცებისათვის, რომლებსაც უნდა ჰარმონიული სქესობრივი ცხოვრება პარტნიორთან:

  1. შეისწავლეთ თქვენი პარტნიორის ინდივიდუალური თავისებურებები. გამოიყენენთ ეს ცოდნა სქესობრივი აქტის დროს;
  2. დაადგინეთ სქეოსბრივი ცხოვრების რიტმი, რომელის თქვენი მეწყვილის მოთხოვნების შესაბამისი იქნება;
  3. შექმენით ფსიქოლოგიური ფონი – არანაირი უსიამოვნო საუბარი, განსაკუთრებით კი კამათი;
  4. აუცილეებლია ალერსის მთელი დიაპაზონი (სიტყვები, მიმიკა, ქცევა, ეროგენული ზონების სტიმულაცია);
  5. გამოიყენეთ საიმადო ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებები. არასასურველი ორსულობის შიში უარყოფითად მოქმედებს სექსის დროს;
  6. უარი თქვით მავნე ჩვევებზე (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები). დაუთმეთ მეტი დრო სპორტს.