ინტერსექსუალობა

Caster Semenya  სამხრეთ აფრიკელი ინტერსექსუალი ათლეტი

Caster Semenya სამხრეთ აფრიკელი ინტერსექსუალი ათლეტი

ინტერსექსუალობა ადამიანებში წარმოადგენს ფენომენს, რომლის დროსაც სასქესო მახასიათებლები: ქრომოსომები, გონადები, გენიტალიები, სასქესო ნიშნები არ იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს რომელ სქესს ეკუთვნის ადამიანი.  ეს შეიძლება მოხდეს ჰერმაფროდიტიზმის შემთხვევაში,   ზოგ შემთხვევაში ინტერსექსუალობის შეცვლა ხდება ახალშობილობაშივე, მშობლები ასეთ დროს მიიჩნევენ რომ ქირურგიული ოპერაციით უნდა გადაწყდეს ბავშვის სქესი, ვინაიდან მომავალში ეს უფრო ადვილს გახდის მის სოციალურ ინტეგრულობას.  ზოგ შემთხვევაში მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვმა გაზრდის შემდგომ, საკუთარი გენდერული იდენტურობის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.  ადამიანიების ნაწილი თავს კმაყოფილად გრძნობს თავისი ინტერსექსუალობით, ზოგი საკუთარ სქესს გენეტიკური კვლევით  განსაზღვრავს,  თუმცა ეს მიდგომა შეიძლება მცდარი იყოს ვინაიდან საკუთარი გენოტიპი შეიძლება არ ემთხვეოდეს ფენოტიპს (ანუ გარეგნულ მახასიათებლებს), ასევე ზოგჯერ გარეგნული მახასიათებლები არ ემთხვევა  გენდერულ იდენტობას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტრანსექსუალობასთან.  ტრანსექსუალი შეიძლება არ იყოს ინტერსექსუალი. ასევე ინტერსექსუალების სექსუალური ორიენტაცია შეიძლება არ იყოს კავშირში ინტერსექსუალობასთან, არამედ მეტად განისაზღვრება და კავშირშია გენდერულ იდენტობასთან.  შესაბამისად სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრა უფრო მნიშვნელოვანია იმის მიხედვით ადამიანი თავის კაცად მიიჩნევს თუ ქალად.

ტერმინი ინტერსექსუალობა მეოცე საუკუნეში დამკვიდრდა მედიცინაში. თავიდან მიიჩნეოდა, რომ აუცილებელი იყო მისი ქირურგიული გზით „გამოსწორება“ თუმცა მიდგომა დროთა განმავლობაში შეიძლევალა და დღეისთვის ინტერსექსუალობა ნორმის იშვიათ ვარიაციად მიიჩნევა.

ბავშვების დაახლოებით 0,1/0,2 % იბადება როგორც ინტერსექსუალი. მათ დიდ ნაწილს მალევე უტარდება ქირურგიული ჩარევა (მშობლების არჩევანით) რათა მკვეთრად განსაზღვრული სქესი მიეცეს ბავშვს.