მრუშობა

adulteryმრუშობა წარმოადგენს სექსუალური ქცევის,  უმეტესად რელიგიურ და ზოგჯერ ლეგალურ ინტერპრეტაციას, რომლის მიხედვით დაქორწინებულ ადამიანს აქვს სექსი ქორწინების მიღმა (ანუ მეუღლის გარდა ნებისმიერთან). მრუშობა ადრეული დროიდანვე არის ცნობილი კაცობრიობისთვის და უმეტესად ამორალურ ქცევად არის შეფასებული. მეტიც. საზოგადოების ნაწილში მრუშობა ოსტრაციზმის (სოციუმიდან განდევნის) მიზეზი ხდება.  დასავლურ სამყაროში და განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში დღეისთვის  მრუშობა არ ისჯება კანონით, თუმცა უმეტესად  უარყოფითად ფასდება(მორალურად).

ზოგადად მიიჩნევა, რომ მსოფლიო პოპულაციის 22 % -ს აქვს ქორიწინების მიღმა სქსი(„Durex’s Global Sex Survey).  ალფრედ კინსის კვლევების მიხედვით კაცები ნახევარი და ქალების 26 % ღალატობს მეუღლეს.

ძველი აღთქმის მიხედვით  ის ვინც მრუშობას ჩაიდენდა გათხოვილ ქალთან და თავად ქალიც უნდა  სიკვდილით უნდა დაისაჯონ.  „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.“ ლევ. 20-10

იგივე სასჯერლი არ იყო დაწესებული თუ ცოლიანი კაცი უღალატებდა ცოლს, არა გათხოვილ ქალთან.

ისლამის მიხედვითაც იკრძალება მრუშობა. ყურანის მიხედვით: „არ იმურუშო, ვინაიდან ეს სამარცხვინო და ბოროტი საქციელია, რომელიც სხვა სიბოროტეებს უხსნის გზას“  ყურანი 17:32

აფრიკის მრავალ ქვეყანაში მრუშობა კრიმინალს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც მუსლიმები არიან უმრავლესობაში.

აზიაში: სამხრეთ კორეა, ჩრდილო კორეა, ტაივანი მრუშობა წარმოადგენს კრიმინალს. იგივეა ფილიპინებში. ჩინეთში მრუშობა არ არის  კრიმინალი თუმცა განქორწინებისთვის საბაბს წარმოადგენს.

ევროპის ქვეყნებში მრუშობა კრიმინალს არ წარმოადგენს. რაც შეეხება  2012 წლისთვის 12 შტატში   კრიმინალურ დანაშაულს წარმოადგენდა.