სექსუალობა (ლოკი და ფროიდი)

HumanSexualityადამიანის სექსუალობა კრებითი ფენომენია და მოიაზრებს ადამიანის სექსუალობის ნებისმიერ მხრეს და ფორმას. სექსუსლური სურვილები, ფიქრები, ქცევა, ორიენტაცია და ა.შ.   ადამიანის სექსუალობის მიმართ დამოკიდებულება  მკვეთრად შეიცვალა და უფრო მეცნიერული გახდა განმანათლებლობის ხანიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე.  არსებობს სხვადასხვა თეორიები და ჰიპოთეზები ადამიანის სექსუალობის შესახებ, თუმცა ამ სტატიაში შევეხებით ჯონ ლოკის და ზიგმუნდ ფროიდის თეორიებს და წარმოდგენებს ადამიანის სექსუალობის შესახებ.

ჯონ ლოკი (მე – 17 – მე-18  საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, ექიმი, ლიბერალიზმის ფუძემდებელი/მამა) მიიჩნევდა, რომ ადამიანები შინაგანად, ანუ გენეტიკურად არ განსხვავდებოდნენ და ყველაფერს წყვეტდა გარემო ფაქტორები, განსაკუთრებით განათლება, ის მიიჩნევდა, რომ ადამიანი დაბადებისას წარმოადგენდა ე.წ. „ტაბულა რაზა“ – ს, ანუ სუფთა ფურცელს,  ან ცვილის მასალას რაც შემდგომში ის იქნება, რასაც გამოკვეთავ. ლოკი მიიჩნევდა, რომ ბავშვს შემდგომში გარემო ფაქტორების გავლენით უყალიბდება შეხედულებები, იდენტობა მათ შორის სექსუალური და გენდერული.

მისი მიხედვით (და ნაწილობრივ ზოგადადაც) ადამიანების სექსუალური ქცევა განსხვავდება ცხოველების სექსუალური ქცევისგან. ცხოველების უმრავლესობა სექსს რეკრეაციული მიზნებისთვის არ იყენებს, არამედ მხოლოდ გამრავლებისთვის, ადამიანი კი მუდმივად ფიქრობს გარესამყაროსგან და გარემოებებისგან მიიღოს მაქსიმალური სიამვნება და სარგებელი, მათ შორის სექსისგანაც. გარემო, კულტურა, მორალური კოდი სოციალური გარემო და სხვა ფაქტორები  მოქმედებენ ადამიანის სექსუალურ ქცევაზე. 

ლოკის დამოკიდებულებისგან განსხვავებით დღეისთვის მიიჩნევა, რომ ცხოველების ნაწილს შეუძლია სექსისგან სიამოვნების  მიღება. მაგ.  შიმპანზე, ბონობო, გორილა, დელფინი.

რაც შეეხება ფროიდს,  (1856-1939) რომელიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის უდიდესი  მეცნიერი იყო ფსიქოლოგიის , ნევროლოგიის, ფსიქიატრიის მიმართულებებით, ის მიიჩნევდა, რომ ადამიანის სექსუალობა მეტწილად განპირობებულია ბიოლოგიური ასპექტებით, მეტიც ის ადამიანის თითქმის ყველა ასპექტს ადამიანის სექსუალობასთან აკავშირებს.   ის მიიჩნევდა, რომ ადამიანის პრინციპულ, გამოხატულ მოტივაციას მისი სექსუალობა წარმოადგენდა.  ეროსი – გამოხატავდა ადამიანის სექსუალურ სფეროს სრულიად და თანატოსი   – სიკვდილის ინსტიქტი, რომელიც მოიცავდა აგრესიას, თვით დესტრუქციას და სისასტიკისკენ სწრაფვას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ ფროიდის ხედვით ადამიანს ორი ძირითადი მამოძრავებელი ინსტიქტი გაჩნია სექსუალობა და აგრესია.  ფროიდი ცენტრალურ როლს უთმობს სექსუალობას,  მისი მიხედვით ადამიანი დაბადებიდან ინსტინქტების თეორიის მიხედვით მუდმივად სხეულის სიამოვნებისკენ ისწრაფვიან.  ფროიდი ნებისმიერი სახის სიამოვნებას რომელსაც სხეულიდან იღებს ადამიანი საერთო სახელწოდებით სექსუალობას უკავშირებს.  თუმცა რეალურად არსებობს სხეულის სიამოვნება, რომლის მოტივატორიც სექსუალობა არ არის. მაგ. საკვების ჭამით სიამოვნების მიღება.  ფროიდის მიხედვით ადამიანის სექსუალობა მჭიდრო კავშირშია ბიოლოგიურ მდგომარეობასთან და გარემო პირობებს შედარებით ნაკლები გავლენა აქვთ.

რათქმაუნდა ფროიდის მიდგომაც არ არის სრულყოფილი, ვინაიდან მკვეთრი დებატები არსებობს დღეისთვისაც ბუნების და გარემო ფაქტორების დაპირისპირების შესახებ. ანუ  წინასწარგანსაზღვრულობა თუ განუსაზღვრელობა, დეტერმინიზმი – ინდეტერმინიზმი.  გენეტიკა – გარემოფაქტორები და ა.შ. მაგ. მიიჩნევა, რომ ქალებს შედარებით მაღალი სექსუალური პლასტიურობა ახასიათებთ ვიდრე კაცებს, ანუ კაცები მეტად მოტივირებულები არიან სექსისთვის ბიოლოგიურად, ვიდრე ქალები.  ქალებზე მეტ წილ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები.