სექსუალურობა

41H7JvwRLxL ფიზიკური მომხიბვლელობა  (მისი შეფასება, განსაზღვრა, აღქმა) არის უნივერსალური ცნება, რომელიც დამახასიათებელია ნებისმიერი კულტურისთვის, ნებისმიერ ეპოქაში.  ფიზიკური მომხიბვლელობის ძირითად კომპონენტებად მიიჩნევა სახის სიმეტრიულობა (სახის ნაკვთების ფორმა ზომა და ა.შ.),  სხეულის ფორმები (განსაზღვრავს ნაყოფიერებას, სიძლიერეს და ა.შ.) და  ახალგაზრდობა. ამ მახასიათებლებიდან მკვეთრად სტაბილური არის ახალგაზრდობა, რაც უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება ადამიანი მით უფრო მომხიბვლელია. ხოლო დანარჩენი მახასიათებლები შედარებით ვარიაბელურია.

მიჩნეულია, რომ კაცებს ზოგადად მოსწონთ თავისზე უფრო დაბალი ან მის სიმაღლის ქალები, სიმეტრიული და პროპორციული სახის ნაკვთებით, შედარებით დიდი ტუჩებით და მკერდით  , ასევე მნიშვნელოვანია წელის და დუნდულების გარშემოწერილობის ფარდობა.  ფარდობის  იდეალურთან მიახლოებული მაჩვენებელია -0,6-0,7.

ქალებს ზოგადად მოსწონთ თავისზე მაღალი (და არა საშუალოზე მაღალი) მამაკაცები სახის ნაკვთების სიმეტრიულობით (არ მოიაზრება მხოლოდ ბილატერალური სიმეტრიულობა), მამაკაცური სხეულით –  განიერი მხრები შედარებით ვიწრო წელი.  ე.წ. V მსგავსი სხეული.

ასევე მიიჩნევა (უფრო ძველად მიიჩნეოდა), რომ როგორც ქალებში, ასევე კაცებში სექსუალობის ნიშანია სხეულზე თმების სიმცირე.  რაც მეტად ჰირსუტულია ადამიანის სხეული, მით ნაკლებად სექსუალურად მიიჩნევენ.  მაგ. ძველ რომში სილამაზედ მიიჩნეოდა  გლუვი, უთმო კანი და ახალგაზრდა სხეული.  ასეთი მამაკაცები ძირითადად პოსტ, ან პუბერტატული ბიჭები იყვნენ (ანუ თინეიჯერი ბიჭები),  ისინი მიიჩნეოდნენ სექსუალურად კაცებისთვისაც, სწორედ აქედან მოდის ტერმინი „პედარასტია“ რაც ნიშნავს მამაკაცს, რომელიც ახალგაზრდა (ბავშვი ან სქესობრივი მომწიფების ასაკის) ბიჭებით  სექსუალურად დაინტერესებულია.   

კაცებთან მიმართებაში დღეისთვის მდგომარეობა შეცვლილია, ვინაიდან თმები მამაკაცის სხეულზე სექსუალურადაც კი მიიჩნევა.

ქალები ასევე მამაკაცის გენიტალიების სიდიდეს ანიჭებენ უპირატესობას, ისევე როგორც კაცები ქალის ფორმებს (მკერდი, დუნდულები). ქალებში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კაცების ნაწილს მოსწონს დიდი მკერდი, მაგრამ ნაწილისთვის პირიქით, პატარა მკვრივი მკერდი უფრო მიმზიდველია, მიიჩნევა, რომ ეს დამოკიდებულება ვლინდება იმის გამო, რომ პატარა მკერდი ასოცირებულია ახალგაზრდობასთან. ყველაფერი კი რაც ახალგაზრდობასთან არის ასოცირებული სექსუალურად მიიჩნევა(უმეტესად ქალების შემთხვევაში).

კანის ფერს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება მამაკაცების შემთხვევაში, ქალებში კი უპირატესობას უფრო ღია ფერის კანს ანიჭებენ.  კაცებში შედარებით მუქი ფერის კანი ზოგჯერ უფრო სექსუალურად მიიჩნევა, ვინაიდან ასოცირებულია ტესტოსტერონთან, რომელიც მამაკაცურ ჰორმონს წარმოადგენს.

GeoSexMD.com – მიერ ჩატარდა კვლევა რომლის მიზანი იყო განსაზღვრულიყო ქართული პოპულაციისთვის გარეგნული მომხიბვლელობის ნიშნების მნიშვნელობა.  გამოიკითხა სულ  1720 ადამიანი, აქედან  979 ქალი და  741 მამაკაცი.  კითხვა იყო  ფორმულირებული ორივე სქესისთვის თუ  რომელ კომპონენტს ანიჭებენ გარეგნობაში უპირატესობას?  1)   სახის  ნაკვთები 2) სხეული (ფორმები, სიგამხდრე), 3) სიმაღლე.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა: ქალების ყველაზე დიდი ნაწილი მამაკაცის სხეულს ანიჭებს მნიშვნელობას (40,55 %)  – სიგამხდრე, კუნთების განვითარებულობა და ა.შ.

36,06 % -სთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია მამაკაცის სახის ნაკვთები, სიმეტრიულობა, პროპორციულობა და ა.შ.   ხოლო გამოკითხულთა 23,39%   სიმაღლეს ანიჭებს უმთავრეს მნიშვნელობას.

რაც შეეხება მამაკაცებს: მათი 57,35 % მიიჩნევს, რომ უპირატესად მნიშვნელოვანია ქალის სხეულის ფორმები. 35,09% -ის აზრით სახის ნაკვთები.  ხოლო 7,56 % უმთავრეს მნიშვნელობას სიმაღლეს ანიჭებს.