ეროტიული სიზმრები

ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ეროტიული სიზმრები არ უნდა იქნას განხილული, როგორც ფარული სექსუალური სურვილები, თუ ეროტიულ სიზმარში მთავარი მოქმედი პერსონაჟი ადამიანისთვის მართლაც სასურველი პიროვნება არ არის.

სიზმარი არის ჩვენს ქვეცნობიერში ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების ანარეკლი. იქიდან გამომდინარე, რომ სექსი ადამიანის სიცოხლის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა, სექსზე სიზმრები ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთ ადამიანს სექსი პირდაპირ არ ესიზმრება, მხოლოდ გადატანითი მოვლენების სახით. მაგ, მამაკაცს ესიზმრება მთები, გორაკები, გვირაბები. ქალებსაც ესიზმრებათ გარკვეული სიმბოლოები: სიგარეტი, წყალი, რაკეტა, კოშკი და ა.შ. სექსუალური სიზმრები სიმბოლოებით ესიზმრებათ შინაგანად დაკომპლექსებულ ადამიანებს. ამიტომაც თუ ადამიანს ესიზმრება სექსი, მან არ უნდა ინერვიულოს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამ, საკითხში დაკომპლექსებული ნამდვილად არ არის.

ხშირად ისმის შეკითხვა: სიზმარში ორგაზმის განცდა შესაძლებელია? პასუხი დადებითია. ქალები შედარებით იშვიათად განიცდიან ორგაზმს სიზმრების გავლენით, ისინი უფრო მეტად იგზნებიან, ვიდრე ორგაზმს განიცდიან.

მამაკაცებს კი ამის პრობლემა არა აქვთ: ეროტიული სიზმარი საკმაირისია ორგაზმის განცდისთის. ასაკთან ერთად ეროტიული სიზმრები იშვიათი ხდება მამაკაცებში.

ხშირად ადამიანებს ესიზმრებათ, რომ ისინი ძალიან უყვართ, უფრთხილდებიან, უვლიან. ეს არის არის სექსუალური სიზმარი, მაგრამ ტოვებს მიჯაჭვულობას სიზმარში ნანახი მოვლენის, ან ადამიანისადმი. ასეთმა სიზმარმა შეიძლება დააბნიოს ადამიანი, მით უმეტეს თუკი სიზმარში ნანახი ადამიანი არ არის ის, ვისთანაც სინამდვილეში აქვს ურთიერთობა პიროვნებას.

სიყვარულზე სიმზრებს აქვთ თავიანთი მნიშვნელობა. ხშიარდ ისინი მიანიშნებენ, რომ კონკრეტული ურთიერთობა არც ისეთი მოწესრიგებული, როგორიც ადამიანს ჰგონია. თუკი ადამიანს გამუდმებით ესიზმრება სხვა ადამიანი პარტნიორად და სიყვარულზე მოპასუხედ, აუცილებელია ამ სიზმრების და პრობლემის განხილვა.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ადამიანმა შეიძლება საკუთარ ქვეცნობიერს „შეუკვეთოს“ ეროტიული სიზმარი გარკვეული შინაარსით. შესაბამისად, თუკი ადამიანი ხედავს რაღაც სიზმარს, ეს არ არის არაფრეი განსაკუთრებული, ეს მხოლოდ სიზმარია.