პორნოდამოკიდებულება

ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს პორნოფილმებ, მასტურბირებს მხოლოდ მათი საშუალებით და სექსი არ უნდა, პორნოდამოკიდებულია.

პორნოდამოკიდებულება არის ფსიქიკური გადახრა, რომელსაც ზუსტად ისეთივე ნიშნები და სიმპტომები აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა დამოკიდებულებას. პორნო-“ნარკომანები” პიროვნულ სექუალურ ურთიერთობებს ანაცვლებენ ონლაინ-სექსით, ან პორნოფილმებით. ეს არის ყველაზე ხშირად საზოგადოებისგან იზოლირებული ადამიანები, რომლებიც მთელს თავისუფალ დროს ხარჯავენ პორნოგრაფიაზე.

ქვემოთ მოყვანიალია რიგი სიმპტომებისა, რომლებიც შეიძლება აღმოაჩნდეს პორნოდამოკიდებულს:

  1. ადამიანი ნაკლებად კონტაქტურია. მუდმივად თავს არიდებს სამუშაოს, არ პასუხობს ზარებს, კარგავს დროის შეგრძნებას. მისთვის უინტერესოა გარშემომყოფებთან ურთიერთობა;
  2. ადამიანი კარგავს ინტერესს სექსუალური ცხოვრებისადმი და ფაქტიურად არაფერი აღაგზნებს. სექსი ერთადერთი ინიციატორი ხდება მისი პარტნიორი;
  3. სქესობრივი აქტის დროს ადამიანი იქცევა უხეშად და მომთხოვნია. ეს თრგუნავს მის პარტნიორს და სიამოვნებას ვერ იღებს ვერც ერთი;
  4. ადამიანი თითქოს აქ არ არის, სადღაც შორს დაფრინავს ფიქრებით. სექსის დროს ფიქრობს სხვა რამეზე, არ აქცევს პარტნიორს ყურადღებას;
  5. ადამიანი იწყებს პარტნიორის გარეგნობის კრიტიკას. აკეთებს გულსატკენ და უარყოფით კომენტარებს. აგრეთვე აკრიტიკებს პარტნიორის შესაძლებლობებს სექსში, რაც იწვევს დაკომპლექსებას;
  6. თავს არიდებს სერიოზულ საუბარს. როცა ადამიან ხვდება, რომ მისი პარტნიორი გატაცებულია პორნოგრაფიით და რაღაც დოზით დამოკიდებულია მასზე, აქვს სურვილი ამ საკითხზე ელაპარაკოს, ის კი თავს არიდებს სერიოზულ საუბარს, ათასი მიზეზის მოშველიებით;
  7. ადამიანი „ცხოვრობს“ ინტერნეტში. მთელს თავისუფალ დროს ატარერებს კომპიურერთან და დაკონტაქტების მსურველებს სთხოვს თავი დაანებონ.