როგორ შევარჩიოთ პრეზერვატივი

პრეზერვატივის არჩევა არ არის მარტივი, რადგანაც მნიშვნელობა აქვს მის მწარმოებელ ფირმას, მასალას, ზომას და ა.შ.

მასალა

  1. ლატექსი
    მთავარ ფუნქციას ასრულებს ადვილად, მაგრამ აქვს ნაკლებიც. პირველ რიგში, სქელია – საშუალო სისქე აქვს 0,05 მმ. მეორეც – ლატექსი ალერგიულია. მის მიერ გამოწვეული ალერგია არც ისე იშვიათია, 100-დან 5 შემთხვევა.
  2. პოლიურეთანი
    შედარებით ძვირია, ვიდრე ლატექსის. არის თხელი (0,02 მმ სისქის), ამასთან ყველაზე თხელი პოლიურეთანის პრეზერვატივი უფრო მტკიცეა, ვიდრე ყველაზე სქელი ლატექსის პრეზერვატივი. გარდა ამისა, პოლიურეთანისგან დამზადებული პრეზერვატივი უკეთ ატარებს სითბოს და შესაქბამისად, შეგრძნებებიც უფრო ახლოს ნამდვილთან.
  3. ნაწლავები
    ბატკნის ნაწლავებისგან დამზადებულმა პრეზერვატივებმა მოაღწიეს ჩვენამდეც. მათი არსებობის საჭიროება განაპირობა სამედიცინო ჩვენებებმა – ზოგიერთი მომხმარებლის აუტანლობა ლატექსისა და პოლიურეთანის მიმართ. კარგად ატარებენ სითბოს, მაგრამ არ იცავს ინფექციებისგან – ასეთი პრეზერვატივი გაუმტარია მხოლოდ სპერმატოზოიდებისათვის.

ზომა

მამაკაცის პენისის ზომას არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა,პრეზერვატივს აქვს კარგი წელვადობის უნარი. გაათვალისწინებელი პენისის სისქეა. განიერი პრეზერვატივი შეიძლება დაცურდეს, ძალიან ვიწრო კი – გაიხევა.

მწარმოებლები სარგებლობენ სიდიდით, რომელსაც „გარშემოწერილობის სიგრძე“ ჰქვია (ამ სიდიდის გასაგებად უნდა გაიზომოს პენისის გარშემოწერილობა კარგი ერექციის დროს და გაიყოს შუაზე). სტანდარტული „გარშემოწერილობის სიგრძე“ ევროპელ მწარმოებლებში არის 53 მმ, გადიდებული – 57 მმ. აზიური პროდუქცია – 51 მმ. ზოგიერთი მარკა იშვებს სტანდარტული ზომის პრეზერვატივებს (მათ შორის აზიელებისთვისაც). ასეთი პრეზერვატივები უფრო ძვირი ღირს.

საცხი

ლუბრიკანტის რაოდენობაში არის მწარმოებლებს შორის არსებითი განსხვავება. იაფიან პროდუქტში არის მცირე ლუბრიკანტი, სექსისგან სიამოვნებაც ნაკლებია. ლუბრიკანტი არის ორი სახის: სილიკონოს და წყალზე დამზადებული. ეს უკანასკნელი იმათთვისაა ვისაც ალერგია აქვს ლატექსზე, თუმცა ის უფრო მალე შრება. გარდა ამისა, პრეზერვატივი შეიძება იყოს მდიდარი სპერმიციდებით (მაგ, ნონოქსინოლ-9), რაც იძლევა დამატებით გარანტიას არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავი ისაა, რომ რეგულარული მოხმარების დროს სპერმიციდული ლუბრიკანტის მავნეა ორივე პარტნიორისთის.

დამატება

  1. პროლონგირებული
    მათ შიგნითა ზედაპირზე დატანილია ანესთეტიკი (ლიდოკაინი, ბენზოკაინი), რომლებიც ამცირებენ პენისის მგრძNობელობას და რაღაც დროით გადაავადებენ ეაკულაცის, რაც ნააადრევი ეაკულაციის მქონე მამაკაცებისათვის დიდი შვებაა. თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო: ანესთეტიკი საშოში მოხვედრისას შეიძლება ალერგიის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა: ჰორმონალური ან ფსიქოლოგიური ნაადრევი ეაკულაციის დროს ეს პრეზერვატივები უსარგებლოა.
  2. მასტიმულირებელი
    ნაირნაირი ფორმის და მონაცემების პრეზერვატივები. ისინი გამოიყენება პარტნიორის საშოს და კლიტორის სტიმულაციისთვის. გასათვალისწინებელია, რომ არაბუნებრივმა განმონაზარდებმა პრეზერვატივზე შეიძლება გამოიწვიოს პარტნიორში პენისის შეყვანის დროს ტკივილი.