სქესობრივი აქტივობა

compulsive-sexual-behaviour
სქესობრივი აქტივობა არის ქცევის ის მანერა, რომლითაც ადამიანი გამოხატავს თავის სექსუალობას.

ადამიანეაბი სექსუალურ აქტივობას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმებით გამოხატავენ. თუმცა ნორმაში სექსუალური აქტივობა მოიცავს სექსუალურ აგზნება და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რაც ამ აგზნებას მოჰყვება. ეს ზოგ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატულია და ზოგ შემთხვევაში შედარებით შეუმჩნეველია და ადამიანის ტიპზეა დამოკიდებული.  სექსუალური აქტივობის მიზანს წარმოადგენს ორგაზმის მიღწევა. სექსუალური აქტივობა მოიცავს აგრეთვე ისეთ ქცევებს, როგორიცაა მეორე ადამიანის მოხიბვლის მცდელობა, ქორწინების  დაგეგვმა,  მყარი კავშირის მართვა, ფლირტი, პეტინგი.  სექსუალური აქტივობა იქმნება ბიოლოგიური, ფიზიკური და ემოციური ასპექტებით.

სექსუალური აქტივობის ბიოლოგიური ასპექტი მოიცავს რეპროდუქციული მექანიზმის ჩართვას სექსუალურ ქცევაში, როგორც ძლიერი ბიოლოგიური ლიბიდო, რომელიც თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში გვხვდება. ყველა სახის სექსუალური კავშირი საბოლოოდ ბიოლოგიური ფაქტორის მოქმედების შედეგია.

ემოციური ასპექტი მოიცავს ინტერპერსონალური, ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებისას არსებული ემოციების ჯამს. ეს ემოციები გროვდება სექსუალურ პარტნიორებს შორის სექსუალური აქტივობის შედეგად.

ფიზიკური ასპექტი მოიცავს სექსუალური აქტივობის იმ მხარეს, როცა   გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები  ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ ან სოციოლოგიური კუთხით მოქმედებენ სექსუალურ ქცევაზე.

სექსუალური აქტივობის ტიპები:

სქესობრივ აქტში შეიძლება მონაწილეობას ღებულობდეს მხოლოდ ერთი ადამიანი (მასტურბაცია), ორი ადამიანი (კოიტუსი), როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანო შედის სასქესო არხში, ან შეიძლება მოხდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის, ან მსგავსი სექსის წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე ჰერმაფროდიტული კავშირი, ორალური სექსი, ორმხრივი მასტურბაცია. თუ ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს სექსში, ამას ჯგუფური სექსი ეწოდება. აუტოეროტიციზმი-  სხვადასხვა საგნების გამოყენება სექსუალური სტიმულირებისთვის.

სექსუალური აქტივობა შეგვიძლია დავყოთ სქესად და სექსუალური ორიენტაციად მასში მონაწილე პირების მიხედვით. აგრეთვე შეგვიძლია დავყოთ ურთიერთობის ფორმების მიხედვით: ქორწინება, ინტიმური კავშირი -(ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობა, რომელიც მოიცავს: სექსუალურ ურთიერთობას ორ ადამიანს შორის, აგრეთვე მეგობრობას, შეხვედრებს, სულიერ ურთიერთობას, ქორწინებას, პერსონალურ დამოკიდებულებას), შემთხვევითი სექსუალური პარტნიორი, ან ანონიმური სექსუალური პარტნიორი.

სექსუალური აქტივობა შეგვიძლია აგრეთვე შევაფასოთ, როგორც კონვენციონალური სექსი ან ალტერნატიული, მაგალითად, ფეტიშიზმი, სადო-მაზოხიზმი.

მორალური და კანონიერი ასპექტები: ზოგიერთ კულტურებში სექსუალური აქტივობა მისაღებია მხოლოდ ქორწინების პირობებში, თუმცა ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომი სექსი უნივერსალურია თავის არსებობით, ანუ გვხვდება ყოველთვის ნებისმიერ საზოგადოებაში.

თუმცა ეს სექსუალური ქცევებიც კი, რომლებიც უნივერსალურია, ზოგ ქვეყანაში ილეგალურია, ხოლო ზოგ ქვეყანაში მხოლოდ საზოგადოების მიერ არის მიჩნეული ნორმის დარღვევად.

სექსუალური აქტივობა შეიძლება იყოს შეთანხმებული ან ძალადობრივი, კანონიერი და არაკანონიერი. შეიძლება სოციალური და მორალური ნორმებისთვის იყოს მისაღები, ან არ იყოს მისაღები: სექსუალური მორალი, სექსი ქორწინემბამდე, ერთგულება ქორწინების შემდეგ,  სექსი ქორწინების გარეშე, მასტურბაცია.

სექსუალური აქტივობის მიზეზი: მიზეზი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, თუმცა ძირითადი არის  სიამოვნება, რომელიც ამ აქტივობის შედეგად მიიღება.  სიამოვნების მწვერვალს ორგაზმი წარმოადგენს. ეროტიული სიამოვნების მიღება შეიძლება აგრეთვე პეტინგისგან, ფლირტისგან, ფეტიშისგან,სადო-მაზოსგან  და ა.შ.

ძირითადად ადამიანები სექსუალურ აქტივობას ახლორციელებენ მათ მიმართ, ვისითანაც არიან მოხიბლულები, ვინც მათში ვნებას იწვევს.  შეიძლება სქესობრივი აქტივობა იყოს მხოლოდ სექსუალური სიამოვნების მიზნით, ან პარტნიორის მიმართ სიამოვნების მინიჭების, სიბრალულის, ან აუცილებლობის განცდის გამო.

სექსუალური აქტივობის სიხშირე  შეიძლება მერყეობდეს 0- დან 15-20- მდე კვირის განმავლობაში. ამერიკაში დაქორწინებულ წყვილებს შორის სექსის  საშუალო სიხშირე 2-3 ია საშუალოდ კვირის განმავლობაში. Kinsey Institute ინსტიტუტის მიხედვით 18-29 წლის ასაკის ადამიანში სექსუალური აქტივობის სიხშირე 112-ია წლის განმავლობაში, 86- ია 30-39 წლის ასაკის დიაპაზონში  და 69- არის  40-49 წლის ასაკში.

უსაფრთხოების ასპექტები: 4-ძირითადი საფრთხე არსებობს სექსუალური აქტივობის დრო: 1) არასასურველი ორსულობა;, 2) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; 3) ფიზიკური დაზიანება;  4) ფსიქოლოგიური ტრავმა (ძალადობრივი სქესობრივი აქტი, წარუმატებელი სქესობრივი აქტის მცდელობა).