სექსუალური ტემპერამენტი

Free-shipping-Fashion-Red-Skirt-Watch-women-Europe-and-America-Night-club-Sexy-Sloping-One-shoulder

ტემპერამენტი ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელია. იგი მეტწილად  ისაზღვრება ჰორმონების დონით, ამიტომ სექსუალობის გაზრდა ან შემცირება ადამიანის ნორმალური ფსიქიკის ფონზე შეუძლებელია.

სექსუალური ცხოვრების წარმატებულობა დამოკიდებულია ქალისა და მამაკაცის სექსუალური ტემპერამენტების შეთავსებაზე.

ქალებს, რომლებსაც ესტროგენების დაბალი დონე აქვთ სისხლში, ნაკლებად ტემპერამენტიანები არიან, ხოლო მათ, ვისაც ესტროგენების მაღალი დონე აქვთ, ენერგიული, საქმიანი და ტემპერამენტიანი ქალები არიან. თუმცა არსებობს ქალების გარკვეული ნაწილი (ნიმფომანები), რომელთათვის სექსი “სიცოცხლეა”. ასეთი ქალებისთვის დღე-ღამეში 10-15 სექსუალური აქტი მიღებულად ითვლება. ნიმფომანია გავრცელებულია, 2500:1 სიხშირით გვხვდება.

თანამედროვე სექსოლოგია ადამიანებს ტემპერამენტის მიხედვით სამ ჯგუფად ყოფს: მაღალი, საშუალო და დაბალი ტემპერამენტით.

მაღალი ტემერამენტის მქონე ადამიანებს სხვებისგან განასხვავებთ თავგადასავლების ძლიერი სურვილი და მუდმივი წყურვილი. ისინი, ვინც ბუნებამ მაღალი ტემპერამენტით დაჯილდოვა, თანატოლებთან შედარებით ადრე იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და 13-14 წლის ასაკისათვის უკვე შეუძლიათ სქესობრივი კავშირის დამყარება (რათქმაუნდა რეკომენდირებული არ არის). მაღალტემპერამენტიან ქალებს სქესობრივ აქტამდე მოფერება  ნაკლებად სჭირდებათ აღსაგზნებად. ისინი თვითონ სექსის პროცესისგან იღებენ სიამოვნებას.

საშუალოდ ტემპერამენტიანი ადამიანები ყველაზე მრავალრიცხოვენ ჯგუფს წარმოადგენს. მათი სექსუალური ცხოვრება რაღაც საშუალოა მუდმივ ლტოლვასა და ლტოლვის არქონას შორის. ასეთი ადამიანების უმრავლესობა „ხორციელ სიამოვნებას“ კვირაში 2-3-ჯერ იღებს.

დაბალი ტემპერამენტის ადამიანებისთვის სექსი უმნიშვნელო რამ არის. მათი სქესობრივი მომწიფება ხდება გვიან. სექსი აქვთ თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად და ძალიან კარგად იტანენ სექსუალურ თავშეკავებას. ქალების ეს ტიპი სექსამდე მოფერებას საჭიროებს, რის გარეშეც, პრაქტიკულად, ვერ იგზნებიან.

პროცენტულად თუ გადავანაწილებთ ამ ჯგუფებს ასეთ შედეგს მივიღებთ: ადამიანების 80% შედის საშუალო ჯგუფში, დანარჩენი პროცენტები ორ უკიდურესობაზე მოდის, ამასთან ჭეშმარიტი სექსუალური სიცივით “იტანჯება” 1%.

სექსუალური ტემპარემანტის შეთავსება – იდეალურ ურთიერთობაში ქალსა და მამაკაცს ერთნაირი ტემპერამენტი უნდა ჰქონდეთ. თუმცა არც ისე ცუდად ეწყობიან ერთმანეთს მოსაზღვრე ტიპები: საშუალო და მაღალი, ან საშუალო და დაბალი. დაბალი და მაღალი ტემპერემენტის მქონე წყვილს სქესობრივი თავსებადობა დაბალია, ვინაიდან ერთი დაიტანჯება დაუკმაყოფილებლობის გრძნობით, მეორე კი მას სექსუალურ მანიაკად ჩათვლის.

ტემპერამენტის კავშირი გარეგნობასთან ბოლომდე განსაზღვრული არ არის, თუმცა ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები მაღალი ტემპერამენტით, როგორც წესი, საშუალო სიმაღლისანი, ან საშუალოზე დაბლები არიან, აქვთ პროპორციული სხეული და მამაკაცური აგებულება (განიერი მხრები და ვიწრო მენჯი). ქალებიც არ არიან ძალიან მაღლები, აქვთ დიდი მკერდი და განიერი თეძოები. დაბალი სექსუალური  ტემპერამენტის მქონენი, შედარებით მაღლები არიან, აქვთ პატარა მკერდი და ვიწრო თეძოები.  ეს შეფასება რათქმაუნდა უნივერსალური არ არის და ყველანაირი გარეგნობის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი სახის სექსუალური ტემპერამენტი.

სექსუალური პარტნიორის შერჩევის დროს მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს, გარეგნობასთან ერთად ტემპერამენტსაც მიექცეს ყურადღება, რათა სექსუალურ და ყოფით ცხოვრებაში თავიდან აიცილონ უამრავი იმედგაცრუება და პრობლემა.