ეროგენული უბნები

Sexy Erotic Girl (42)
ეროგენული ზონები წარმოადგენს  კანისა და ლორწოვანი გარსის იმ უბნებს, რომელთა სტიმულაციაც იწვევს სექსუალურ აგზნებას, ან ორგაზმს. თავისი დანიშნულების მიხედვით ეროგენული ზონები იყოფიან ძირითად და დამატებით ზონებად.

ეროგენული ზონები ქალებში

ქალის ორგანიზმის ეროგენულ ზონებს მიეკუთვნება კლიტორი, მცირე სასირცხვო ბაგეები, საშო, მკერდი, კერტები და დამატებითი ეროგენული ზონები (კანის ზედაპირი, ტერფები, თეძოს შიგნითა ზედაპირები, ბოქვენი, შორისი, ანუსი და ა.შ.).

კლიტორი – ქალის სხეულის ყველაზე ეროგენული ზონაა. როგორც წესი, „კლიტორს“ უწოდებენ კლიტორის მხოლოდ თვალისთვის ხილულ ნაწილს, რომელიც მცირე სასირცხვო ბაგეების ზევით მდებარეობს. რაც შეეხება მის დანარჩენ ნაწილს, იგი დაფარულია კლიტორის ჩუჩით. კლიტორის ქსოვილი მდიდარია ნერვული დაბოლოებებით. სტატისტიკურად, ქალების 50% საკუთარი სხეულის მთავარ ეროგენულ ზონად კლიტორს ასახელებს.

მცირე სასირცხვო ბაგეები – ეროგენულ ზონებს შორის მნიშვნელობით მეორე ზონაა. ქალებში მცირე სასირცხვო ბაგეების ინერვაცია მეტად ინდივიდუალურია, ამიტომაც მათი მგრძნობელობაც განსხვავებულია: უმნიშვნელოდან ძალიან მგრძნობიარემდე. ქალების 15-20% მთავარ ეროგენულ ზონას სწორედ მცირე სასირცხვო ბაგეებს ასახელებს.

საშო – საშო ქალის სამშობიარო გზების ნაწილია და თითქმის მოკლებულია მცირე სასირცხვო ბაგეებისა და კლიტორის მსგავს ინერვაციას. ეს ერთგვარად დამცველობითი მექანიზმია, რათა ქალი მშობიარობის დროს ზედმეტი ტკივილისგან იყოს დაცული. ამასთან ერთად, ქალების დიდი ნაწილი აღნიშნავს საშოს მაღალ მგრძნობელობას პენისის შეყვანაზე. ამის მეცნიერული ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ საშოს აგზნება მასტურბაციისა თუ სექსის დროს მეორადია და ეფუძნება საშოს იმ ზონის აგზნებას, რომლეიც უშუალოდ კლიტორის ქვეშ მდებარეობს (G წერტილი). G წერტილი საშოს წინა კედელზეა მოთავსებული შესავლიდან 5 სმ-ის შიგნით და 1-2 სმ-ის სიღრმეზე მდებარეობს. ვინაიდან ქალების უმრავლესობამ ეს არ იცის, ამიტომ G წერტილის სტიმულაციით მიღებული ორგაზმი აღიქმება ვაგინალურ ორგაზმად.

სარძევე ჯირკვლის დვრილები – ქალის მკერდი (განსსაკუთრებით დვრილები და დვრილებსახლო რგოლები – არეოლები) ერთ-ერთი ძირითადი ეროგენული ზონაა. აგზნების და ორგაზმის დროს ქალების დიდ ნაწილს აღენიშნება დვრილების ერექცია.

დამატებითი ეროგენული ზონები – კანის ზედაპირი, ყურები, ტერფები, ტუჩები, კისერი, მუხლქვეშა მიდამო, თეძოს შიგნითა ზედაპირები, ბოქვენი, შორისი, ანუსი და ა.შ. დამატებითი ეროგენული ზონების განლაგება ინდივიდუალურია და ამ უბნების მგრძნობელობა შესაძლოა იცვლებოდეს გარემოებების შესაბამისად (ხასიათი, თვითგრძნობა, დაღლილობა, სისუსტე და ა.შ.). ასაკთან ერთად ზოგი ზონის მგრძნობელობა იმატებს, ზოგისა კი ქვეითდება.

ეროგენული ზონები მამაკაცებში

სასქესო ასოს თავი – მამაკაცის სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროგენული ზონა. გამოირჩევა განსაკუთრებით მდიდარი ინერვაციით.

სასქესო ასოს სხეული – მისიმგრძნობელობა ასოს თავის მგრძნობელობას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა კი მოფერების განსაკუთრებული ტექნიკის შერჩევით პენისის სხეული (განსაკუთრებით მისი ფუძის მიდამოში) ასევე ხდება ეროგენულად მნიშვნელოვანი.

სათესლე პარკი – ერთ ერთი ყველზე ნაზი და მგრძნობიარე უბანია. მათი ნატიფი მოფერება და ალერსი ძალიან მოქმედებს მამაკაცებზე.

დამატებითი ეროგენული ზონები – გამოირჩევიან დიდი ინდივიდუალობითა და უნიკალური განლაგებით. მამაკაცში დამატებით ეროგენულ ზონებად გვევლინება – თავის კანი, ყურები, ტუჩები, კისერი, მკერდი, ბარძაყების შიგნითა ზედაპირები, შორისი და ა.შ.

სექსობრივი აქტის, ან მასტურბაციის დროს ეროგენულ ზონებზე ზემოქმედებისას ვითრდება მზარდი სქესობრივი აგზნება, ორგაზმი და მამაკაცებში ეაკულაცია.