პიკაპის ტექნიკა

პიკაპის ხსენებაზე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ავტომობილზე იწყებს ფიქრს. თუმცა ის პიკაპი, რომელიც თანამედროვე ადამიანებში ხშირად არის განხილვის საგანი, სულაც არ არის ავტომობილი. ამ შემთხვევაში პიკაპი გულისხმობს სწრაფი გაცნობისა და მოხიბვლის ხელოვნებას, რომელიც არ გულისხმობს ურთიერთობების შემდგომ გაგრძელება-განვითარებას. ანუ ეს არის ქალისა და კაცის დროებით კავშირს, რომელიც არაფრით არ ავალდებულებს არც ერთს. მოკლედ რომ ვთქვათ, პიკაპი არის კავშირი წესების გარეშე.

ადრე ასეთი ფინთები მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივად ითვლებოდა. მამაკაცები დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ, რომ დაუფლებოდნენ პიკაპის ტექნიკას და ამას ძირითადად გართობის მიზნით აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში მამაკაცების პიკაპით განაწყენებულმა ქალებმა შეიმუშავეს პიკაპის ტექნიკა ქალებში. განვითარებულ ქვეყნებში ქალები უკვე აღარ უყურებენ სექსს მხოლოდ სერიოზული კავშირების ნაწილად.

ქალების პიკაპი პირველ რიგში გულისხმობს, ძლიერ სქესთან ნაცნობობის ეფექტურობას და არა სექსუალური პარტნიორების კოლექციის შექმნა. ასეთი ნაცნობობა შეიძლება გახდეს უბრალოდ სასიამოვნო ეპიზოდი ქალის ცხოვრებაში და ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება მამაკაცის პიკაპს ის რაც შეიძლება მეტი ქალის მოხიბვლას ემსახურება.

პიკაპის ტექნიკის პირველი წესი არის საკუთარი თავის რწმენა და იმის რწმენა, რომ ქალს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი მამაკაცი გაიცნოს. ამასთან ქალების პიკაპის დროს აუცილებელია არჩევანის ქონა, რომ ის ერთ მამაკაცზე არ ჩაიციკლოს და მოძებნოს ისეთი, რომელიც მას შეეფერება.

პიკაპის ტექნიკა გულისხმობს, რომ ქალმა არ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი გაცნობის დროს. მამაკაცის პროვოცირება უნდა მოხდეს, რომ მან თავად გადადგას ეს ნაბიჯი.

ქალებში პიკაპის წესები:

  • ქალი მამაკაცთან ურთიერთობაში უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამავე დროს მეგობრული;
  • ყურადღების მიქცევა უნდა მოხდეს შეუმჩნევლად, ძნელად შესამჩნევი სიგნალების საშუალებით;
  • პიკაპის დროს ქალი უნდა იყოს „ცივსისხლიანი“ და საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეს;
  • გარეგნულად ქალი უნდა იყოს მომხიბვლელი: მოვლილი თმა, მოდური ტანსაცმელი. მანიკიური, აკუტარტული მაკიაჟი ფა ა.შ;
  • მამაკაცთან დიალოგის დროს ქალმა მეტად უნდა მოუსმინოს და ნაკლებად ილაპარაკოს. უნდა აკონტროლოს საუბრის მანერა და თუ საჭიროა, დამალოს მღელვარება;
  • მამაკაცთან ურთიერთობის დროს, ქალმა მას უნდა გაუკეთოს კომპლიმენტები;
  • მეტი ყურედღებისთვის ქალმა უნდა მოახდინოს მამაკაცის ჟესტების, საუბრის მანერის კოპირება.