ვიბრატორი

ვიბრატორი – ეს არის ელექტრონული ნივთი, რომელიც შექმნილია საშოს, კლიტორისა და ანალური ხვრელის მასაჟისთვის. ვიბრატორის მოქმედება მდგომარეობს იმაში, რომ მოძრაობა იწვევს ინტიმურ კუნთებში შეკუმშვებს და ორგაზმის განვითარებას. არჩევენ ვაგინალურ, კლიტორულ, ანალურ ვიბრატორებს და მათ კომბინაციებს.

თავიდან ვიბრატორები გამოიგონეს მამაკაცებისთვის. მისი დანიშნულება მამაკაცებში კუნთების დაძაბულობის მოხსნა იყო. თუმცა შემქნელს შეეშინდა თავისი შემოქმედების საზოგადოებისთვის დემონსტრირება და განაცხადა, რომ ვიბრატორი „ჰისტერიის“ განკურნებისთვის გამოიგონა. ქალებს მკურნალობის მსგავსი მეთოდი ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას და ცდილობდნენ ხშირად ენახათ მკურნალი ექიმი, რომელიც ატარებდა სტიმულაციას არა უხშირეს ერთჯერ კვირაში. დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ქალები მკურნალობის კურსის შემდეგ გამოიყურებოდნენ ბედნიერად.

მექნიკური ვიბრატორის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ინდოეთის ტერიტორიაზე აქტიურად გამოიყენებოდა ფალოიმიტატორები. შეძლებულ ხალხს შეეძლო დაემზხადებინა ისინი ოქროსგან, ბრინჯაოსა სპილოს ძვლისგან, ხოლო უბრალო ხალხი ამზადებდა მას ხის ან რკინისგან.

მეხუთე საუკუნეში მედიცინაში ფალოიმიტატორი გამოიყენებოდა უძილობის, ნევროზებისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ ქალებში. ეს სამედიცინო ხელსაწყო წარმოადგენდა მცირე ხის ჯოხს, რომელიც ასტიმულირებდა ვაგინას. ასეთი ჯოხის უქონლობის შემთხვევაში ექიმი მასაჟს აკეთებდა ხელებით.

დღესდღეობით სექს-შოპებში იყიდება უამრავი სახეობის ვიბრატორი. უბრალოებიდან დაწყებული სამართავ პულტიანი ვიბრატორებით დამთავრებული, მოძრავთავიანი, წყალგაუმტარი, ვანაში გამოყენებისთვის და სხვა.

ვიბრატორის არჩევის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი:

მასალა – ვიბრატორები მზადდება რეზინის, გელის, პლასტმასის, სილიკონისგან, აგრეთვე „კიბერკანისგან“, რომელიც ძალიან ჰგავს კანს. ყველაზე ჰიგიენური არის სილიკონისა და გელისგან დამზადებული ვიბრატორები, ისინი არ იწვევენ ალერგიას.

ფორმა – ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, რისი სტიმულირება უნდა: კლიტორის თუ ვაგინის? ამის მიხედვით უნდა აირჩეს ვიბრატორი.

ისინი სადღეისოდ არსებობს მრავალნაირი:

ვიბრატორი „ტყვია“ აქვს მომრგვალებული ფორმა და ჰგავს კაფსულას. ძალიან კომპაქტური და პოპულარულია ფორმის გამო. ის გამოიყენება კლიტორისა და ვულვის მგრძნობიარე ზონების სტიმულირებისათვის. გარდა ამისა, ეს „ცეროდენა“ წყალგაუმტარია და შეიძლება გამოყენებული იქნას აბანოშიც;
მინი ვიბრატორი – ჯიბის ვიბრატორი. ის ცოტათი დიდია და მეტად მძლავრი, გამოიყენება კლიტორის სტიმულაციისთვის;
სიახლე ვიბრატორებში – რგოლი. ის ეცმევა სასქესო ორგანოს და სექსის დროს დამატებით ასტიმულირებს კლიტორს. დამატებითი ბონუსი – მრავალჯერადი გამოყენება და და ხელმისაწვდომია ბატარეები;
გარეგანი ვიბრატორები, რომელთაც აქვთ ორიგინალური ფორმა (მაგ, სიმპათიური თევზი ან იხვი). ასეთი ვიბრატორები მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა;
ვიბრატორი „გლუვი“ – ეს ფორმა უბრალოა და შინაგანი გამოყენებისთვისაა. განსხავავდება მხოლოდ ფორმით და ზომით.
ვიბრატორი ორმაგი სტიმულაციის ფუნქციით. ასეთი მოდელი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი – დიდი ზომის საშოს ან ანალური სტიმულაციისთვის, მეორე პატარა კი კლიტორისთვის. ვიბრატორის ორივე ნაწილი ტრიალებს, რაც დამატებითი სიამოვნების წყაროა;
ვიბრატორი G წერტილის სტიმულაციისთვის – აქვს მოხრილი ფორმა და მოღუნული წვერი, რომელიც ადვილად აღწევს G წერტილს და იწვევს სიამონების მოზღვავებას;
ანალურ ვიბრატორს აქვს მოხრილი ბოლო, რომელი იდგმევა ანუსში. გარდა ამისა, ვიბრატორს აქვს პროსტატის სტიმულირების ფუნქციაც და, რაც მთავარია, ის უსაფრთხოა ანალური გამოყენებისათვის;
ვიბრატორი დვრილებისთვის – ეს არის მცირე ზომის ვიბრატორი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ძუძუს დვრილების ზონების სტიმულირებისათის. წარმოადგენს ორ მცირე ზომის სამაგრს, რომლებიც ემაგრებიან ძუძუს თავებს. ეს სამაგრები დაკავშირებულია პულტთან, რომელიც ვიბრაციის რეჟიმს მართავს. კიდევ ერთი მოდელი მასაჟორია, რომელიც განკუთვნილია ბიუსტჰალტერში იდება. მისით სტიმულირდება ძუძუს ტავებისა და დვრილების კანი. გამორთულ რეჟიმში შესაძლოა გამოყენებული იქნას პუშ-აპ ეფექტის მისაღებად;
ვიბრო-კვერცხი – წაგრძელებული ფორმის ვიბრატორი. ცნობილი ვიბრატორია. აქვს სამართავი პულტი. გამოიყენება ვაგინალური სტიმულაციისთვის. ვიბრო-კვერცხის საშუალებით შესაძლებელია ინტიმური კუნთების ვარჯიში;
ვიბრატორი ორისთვის. ეს არის ორმხრივი ვიბრატორი სწორი ან მოხრილი ფორმის. ერთ პარტნიორს ვიბრატორი გაუკეთებს პროსტატის მასაჟს, მეორეს კი – საშოს კუნთების.

ვიბრატორის ზომა შეიძლება ვარირებდეს 10-დან 35 სმ-მდე. სიგანე კი – 2,5-5 სმ-მდე.

თუ ქალს პარტნიორი არ ჰყავს, თითების საშუალებით შეუძლია შეიქმნას წარმოდგენა, რა ზომის ვიბრატორი უნდა იყიდოს, მაგრამ თუ დაქორწინებული და ვიბრატორი მრავაფეროვნებისთის უნდა, მაშინ მეუღლის პენისის ზომაზე უნდა მოახდინოს ორიენტირება.

მუშაობის რეჟიმი

ვიბრატორები განსხვავდებიან მუშაობის რეჟიმითაც – ზომიერი ძალიდან დაწყებული ძალიან ძლიერით დამთავრებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია ვიბრატორი: ბატარეებზე თუ ელაქტრული. პირველს აქვს ორი სიჩქარე, ელექტრული კი გამოირჩევა სიჩქარეების მრავალფეროვნებით.

ყველა ვიბრატორს აქვს მუშაობის ინტენსივობის რამდენიმე დონე, ანუ ინტენსივობის მიხედვით ვიბრატორი მუშაობს ან მთლიანად, ან მუშაობს მხოლოდ მისი ნაწილი.

როგორ მოვუაროთ?

აუცილებელია ვიბრატორი ხმარების წინ და შემდეგ გასუფთავდეს სპეციალური სითხით ან სექს-სათამაშოების გასაწმენდი ლუბრიკანტით, რომლებიც არა მხოლოდ წმენდენ, არამედ ადეზინფიცირებენ კიდეც. თუ ვიბრაოტორი კიბერკანისგან არის დამზადებული, მისთვის აუცილებელია საწმენდი წარწერით „cyberskin“.

!!! არ შეიძლება ვიბრატორის გაწმენდა აცეტონის, სპირტის ან ბენზინის შემცველი საშუალებით. უშუალოდ მოხმარების წინ ვიბრატორს უნდა წაესვას წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი.