მამაკაცის სასქესო სისტემის დაავადებები

სპერმის არაადექვატური პროდუქცია შესაძლოა იყოს იზოლირებული დეფექტი, მაშინ როცა ტესტოსტერონის არაადექვატური პროდუქცია ინტერსტიციულ (ლეიდიგის) უჯრედებში იწვევს სპერმატოგენეზის პროცესის მეორად დარღვევას. ტესტიკულური სისტემის დარღვევათა კლასიფიკაცია მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

 

უშვილობა ანდროგენიზაციის შემცირებით ანდროგენიზაცია ნორმალური ვირილიზაციით

ჰიპოთალამოჰიპოფიზარული დარღვევები

პანჰიპოპიტუიტარიზმი;

ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი;

კუშუნგის სინდრომი;

ჰიპერპრპლაქტინემია;

ჰემოქრომატოზი.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის იზოლირებული უკმარისობა;

თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;

ანდროგენების გამოყენება.

ტესტიკულარული დარღვევები

განვითარებისა და ანატომიური დეფექტები;

XX-მამაკაცის კლაინფელტერის სინდრომი.

 

ემბრიონული უჯრედების აპლაზია;

კრიპტორქიზმი;

ვარიკოცელე;

უძრავი წამწამების სინდრომი (Синдром неподвижных ресничек)

შეძენილი დეფექტები

ვირუსული ორქიტი;

ტრავმა;

დასხივება;

მედიკამენტები (შპირონოლაქტონი, ალკოჰოლი, კეტოკონაზოლი, ციკლოფოსფამიდი).

მიკოპლაზმური ინფექცია;

დასხივება;

მედიკამენტები (ციკლოფოსფამიდი);

გარემოს ტოქსინები;

აუტოიმუნური რეაქცია.

აუტოიმუნური რეაქცია;

გრანულომატოზი;

ღვიძლის უკმარისობა;

ღვიძლის დაზიანებები;

ნამგლისებრ-უჯრედული ანემია;

ნევროლოგიური დაავადებები (მიოტონური დისტროფია და პარაპლეგია);

ანდროგენული რეზისტენტობა (Андрогенная резистентность)

ცხელებითი დაავადება;

ცელიაკია;

ნევროლოგიური დაავადებები (პარაპლეგია);

ანდროგენული რეზისტენტობა.

სპერმის ტრანსპორტის დარღვევა

  სათესლე დანამატის ობსტრუქცია ან vas deferens ობსტრუქცია (მუკოვისციდოზი, დიეთილსტილბესტროლის მიღება, თანდაყოლილი განუვითარებლობა).

*  წყარო Griffin J. E., Wilson J. D.: HPIM-13, р. 2012.

ანდროგენული სტატუსის განსაზღვრა

ანდროგენული სტატუსის განსაზღვრა აუცილებლად უნდა მოიცავდეს სქესობრივი მომწიფების დროსა და გამოხატულებაზე პუბერტატულ პერიოდში, სახის გათმიანების პერიოდებზე, სათესლეების ზომებზე, ლიბიოდოზე, სექსუალურ ფუნქციებზე, აგრეთვე საერთო ძალებსა და ენერგიაზე. თუ ლეიდიგის უჯრედების დისფუნქცია აღინიშნება პუბერტატული პერიოდის დაწყებამდეც, სქესობრივი მომწიფება არ ხდება (ევნუქოიდიზმი). დამახასიათებელია თმის მცირე რაოდენობა და მათი მოკრძალებული გადანაწილება სხეულზე, ჩონჩხის მუსკულატურის სუსტი განვითარება, გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების გვიანი დახურვა.

პუბერტატული პერიოდის დასასრულისთვის სისხლში ტესტოსტერონის დონე აღწევს ზრდასრულთა დონეს: 10-35 ნმოლ/ლ დღის განმავლობაში. მალუთეინიზირებელი (მლჰ) და ფოლიკულომასტიმულირებელი (ფმჰ) ჰორმონების დონე პლაზმში უტოლდება 5-20 ერთეულს.

ზრდასრულებში ტესტიკულური უკმარისობა შეიძლება იყოს პირველადი (პირველადი ჰიპოგონადიზმი) ან ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული დაზიანებით გამოწვეული (მეორადი ჰიპოგონადიზმი). ლეიდიგის უჯრედების უკმარისობა, რომელიც ყალიბდება პუბერტატული პერიოდის შემდეგ, საჭიროებს ექიმების მნიშვნელოვან ყურადღებას და, ჩვეულებრივ, ვლინდება გინეკომასტიით, ლიბიდოს დაქვეითებით, ან ვირილიზაციის დაქვეითებით.

კალმენის სინდრომი (ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი) – მეორადი ჰიპოგონადიზმის შედარებით ხშირი მიზეზი, ხასიათდება მემკვიდრული გადაცემით, მლჰ და ფმჰ დაბალი დონით, ანისმიით, ჩონჩხის დეფექტებით, გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენითა და კრიპტორქიზმით. როგორც ჩანს, ეს მალუთეინიზრებელი ჰორმონის გამოყოფის ან სინთეზის დარღვევაა. საბოლოო ჯამში გონადოტროპონის შემცველობა მერყეობს მნიშვნელოვნად. მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში ავამდყოფებში არ ხდება სქესობრივი მომწიფება.

ჰიპოფიზის დაზიანება სიმსივნურად, ინფექციებით, ტრავმებითა და მეტასტაზებით, ჩვეულებრივ, იწვევს ჰიპოგონადიზმს, როგორც პანჰიპოპიტუიტარიზმის კომპონენტს. კუშინგის სინდრომით დაავადებულებს, თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის მქონეთ, ჰემოქრომატოზიან, ან ჰიპოფიზის ადენომით ან ფენოთიაზინებით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის მქონე პირებში მლჰ შემცველობა დაქვეითებულია, რაც ავტომატურად იწვევს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებასაც.

პირველადი ჰიპოგონადიზმის მქოდე მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე დაბალია, გონადოტროპინისა კი – მაღალი.

კლაინფელტერის სინდრომი – ტესტიკულური უკმარისობის შედარებით ხშირი მიზეზი. გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე  ზედმეტი X ქრომოსომით, ჩვეულებრივ, კარიოტიპი 47,XXY. დამახასიათებელია მცირე ტესტიკულები, სკლეროზირებული არხებით, ტიპიურია აზოოსპერმია. აგრეთვე სახასიათოა გინეკომასტია, სხვადასხვა გამოვლინებები მოიცავს ევნუქოიდურ იერს, გონებრივ ჩამორჩენასა და შაქრიან დიაბეტს.

შეძენილი პირველადი ტესტიკულური უკმარისობა გამოიწვევა გადატანილი ვირუსული ორქიტის შედეგად, ხშირად – ეპიდემიური პაროტიტის, თუმცა შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, რადიაციული დაზიანებით ან სისტემური დაავადებებით (ამილოიდოზი, ჰოჯკინის დაავადება, ნამგლისებრ-უჯრედული ანემია). ტესტიკულური უკმარისობის სხვა მიზეზებია კვების დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება და ტოქსინები (დარიშხანი, ალკოჰოლი, მარიხუანა, ჰეროინი, მეტადონი და ანტინეოპლასტური და ქიმიოთერაპიული საშუალებები). შპირონოლაქტონი და კეტოკონაზოლი აბლოკირებენ ტესტოსტერონის სინთეზს, ციმეტიდინი კი აბლოკირებს ანდროგენული რეცეპტორებს.

ტესტიკულური უკმარისობა შეიძლება იყოს გენერალიზებული აუტოიმუნური რეაქციის შედეგი, რომლის დროსაც არსებობს პირველადი ენდოკრინული უკმარისობის ბევრი ფორმა (პლურიგლანდულური აუტოიმუნური უკმარისობა). გრანულემატოზურ დაავადებას (პროზაკის) დაავადებას შეუძლია აგრეთვე დააზიანოს სათესლეები.

ანდოგენული თერაპიის მიზანი ჰიპოგონადიზმიან მამაკაცებში არის მამაკაცის ნორმალური მეორადი სასქესო ნიშნების აღდგენაში (წვერი, თმები სხეულზე, გარეთა სასქესო ორგანოები), მამაკაცის სექსუალური ქცევისა და სომატური განვითარების (ჰემოგლობინი, კუნთოვანი მასა) აღდგენაში. ხანგრძლივი მოქმედების ტესტოსტერონის ეთერის (ტესტოსტერონ ენანტატი 100-200 მგ 1-3 კვირის ინტერვალით) პარენტერული შეყვანა ანორმალიზებს ტესტოსტერონის შემცველობას.