ორგაზმის ნიშნები

სექსის დროს სიამოვნების მიღება ერთია და მეორეა ორგაზმის განცდა. პირველი მიეკუთვნება ადამიანის სუბიექტურ ემოციებს, მეორე კი ფიზოლოგიურია. მათ შორის განსხვავების ცოდნა გამორიცხავს შეცდომას.

ჭეშმარიტი ორგაზმი განისაზღვრება მხოლოდ 5 ნიშნით, რომელთა სიმულირება, მეცნიერების მტკიცებით, შეუძლებელია.

  1. რითმული პულსაცია
    საუბარია კუნთების უამრავი ჯგუფის შეკუმშვაზე: საშოს, საშვილოსნოს, მენჯის ფსკერის, ანუსის, მუცლის პრესის კუნთების. ამასთან, კუნთების ეს შეკუმშვები სპონტანურია, მაგრამ რითმული, წამიერი პაუზებით გამოყოფილი პულსაციის მსგავსი.
    მუცლის პრესის კუნთების შეკუმშვა თვალნათელია, საშოს კუნთების შეკუმშვას კი მამაკაცი გრძნობს პენისით, რაც აძლიერებს მის აგზნებას. ასეთი ინტენსივობის შეკუმშვების შესრულება შეუძლებელია გაცნობიერებულად, ეს ხდება ინსტიქტების ზრარზე – ისევე როგორც ადამიანი ხელს არიდებს ცეცხლს, ან რაიმე ცხელ საგანს.
  2. სხეულის შეტევისმაგვარი მოძრაობა
    ორგაზმის განცდის დროს ქალი ასრულებს ენერგიულ მოძრაობებს სხეულით, რათა უფრო მჭიდრო გახდეს მისი ეროგენული ზონებისა და მამაკაცური გამღიზიანებლის კონტაქტი. ამ ქმედებების არსი არის პაუზების თავიდან აცილება, ტემპის შენარჩუნება, სიამოვნების გახანგრძივება სასურველპიკამდე.
    ასეთ წუთებში ქალისთვის სულ ერთია ალერსი, კოცნა, სასიყვარულო ჩურჩული. ქალი არ მისცემს საშუალებას მამაკაცმა მათში დრო დაკარგოს.
  3. სისხლის ნაკადი და „ერექცია“
    ჭეშმარიტ ორგაზმს ყოველთვის ახლავს კანისკენ სისხლი მოდინება. წითლდება შუბლი, ლოყები, მკერდის უბანი. ქალი გრძნობს სიმხურვალეს. კანზე ჩნდება ოფლის წვეთები. ორგაზმის მომენტში ქალს აქვს ძუძუს თავების, კლიტორის, სასირცხვო ბაგეების „ერექცია“. ყველაზე გამოცდილი ქალიც კი ვერ შეძლებს ამის სიმულირებას.
  4. საშოს სეკრეტი
    ორგაზმის დროს საშოს სეკრეტი არის ჭარბი, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე გაცილებით მეტი. ზოგჯერ საშოს სეკრეტი იმდენია, რომ სექსის დროს „ხმების გამოსცემს“.
  5. უნებლიე მიმიკა
    ორგაზმის დროს ქალს არ შეუძლია მიმიკის კონტროლი და არც ისე სიმპათიური გრიმასით იფარებს მისი სახე.