საკულტო პროსტიტუცია


რიტუალური, საკულტო, საკრალური, ტაძრის, რელიგიური და წმინდა – სქესობრივი აქტის რელიგიური მიზნებით განხორციელების სალკულტო-რიტუალური პრაქტიკა, რომელშიც შედის იეროგამია ანუ წმინდა ქორწინება, როგორც ნაყოფიერების რიტუალი და ზოგიერთი სექსუალური რიტუალი.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე ძალიან ბევრი ქვეყნის მითოლოგია აიგივებს სექსს წმინდა საქმესთან. გარკვეულ კულტებში სექსი მოიზარება, როგორც ღვთაებრივი შერწყმა, ხოლო ორგაზმი – ღვთაებრივ ნეტარებად. ღმერთებისა და ქალღმერთების კულტების მსახურები და მღვდლები ამაღლებული იყო საკულტო ფიგურების რანგში. როცა დაიწყეს ტაძრების აშენება, ღმერთების ქალი მიმდევრებისთვის გამოიყო თავისი ფართები, სადაც ისინი ატარებდნენ საიდუმლო და რიტუალურ სქესობრივ აქტებს. ქალები, რომლებიც იყვნენ საკულტო პროსტიტუციის წევრები, იწოდებოდნენ ბერძნული სიტყვით „იეროდულები“. ზოგიერთი მათგანი, როგორც ღვთის მსახური სარგებლობდა დიდი პატივისცემით, მათ განსაკუთრებულ სტატუსს ზურგს კანონი უმაგრებდა. პაფოსში, როგორც აფროდიტესთვის მიძღვნილ სხვა ტაძრებში, აუცილებად ცხოვრობდა მსახური-მეძავების ჯგუფი.

საბერძნეთში ტაძრის პროსტიტუცია და სიყვარულის ქალღმერთების კულტი შევიდა ძველი აღმოსავლეთიდან. შუმერებთან იყო კანონში გასხვავება ჩვეულებრივ მეძავსა და „ნადიტუს“ (საკულტო მეძავი, იეროდული) შორის, რომლის რეპუტაციასაც იცავდა ჰამურაბის იგივე კოდექსი, რომელიც იცავდა გათხოვილი ქალის უფლებებს. ჰამურაბის კოდექსი იცავდა „ნადიტუს“ ქონებრივ კუთვნილებას. კოდექსში იგი მოხსენიებულია, როგორც „ღმერთის დედა“, „მიძღვნილი ქალი“.

საკულტო პროსტიტუცია ჯერ კიდევ ბაბილონში ისტორიის მამის – ჰეროდოტეს მიერ არის აღწერილი.

ყველაზე საინტერესო ჩვეულება მათში იყო ის, რომ ნებისმეირი ქალი ცხოვრებაში ერთხელ უნდა დამჯდარიყო აფროდიტეს ტაძრის საკურთხეველში და ფულის სანაცვლოდ უნდა გამხდარიყო სრულიად უცხო ადამიანის. ბევრი ქალს, ამაყობდა რა თავისი სიმდიდრით, არ სურდა ქალების ბრბოს ნაწილი გახდარიყო. ისინი ტაძარში მიდიოდნენ დახურული ურმებით უამრავი მსახურის თანხლებით და იდებდნენ ბინას ტაძართან ახლოს.

ქალები ტაძარში ისხდნენ თავზე სახვევებით და ელოდებიან, სანამ რომელიმე უცხოელი არ გადაუგდებდა მათ ფულს და ტაძრის ფარგლებს მიღმა არ ექნებოდათ სექსუალური კავშირი. ქალს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო სახლში დაბრუნება. ქალი ამის შემდეგ არასდროს, არანაირი ფულის გამო არ გახდება უცხოსი. ლამაზი და მოხდენილი ქალები მალე ბრუნდებოდნენ სახლში, ნაკლებად ლამაზებს კი დიდხანს უწევდათ რომელიმე გულმოწყალე უცხოელის ლოდინი.

დღევანდელობაში მსგავსი ჩვეულება არსებობს კვიპროსის ზოგიერთ ადგილებში.

ძალიან ბევრ ინდურ ტაძარში ცხოვრობდნენ მოცეკვავე გოგონები, რომლებსაც ჰქონდათ სექსი მაღალი კასტების წარმომადგენლებთან. ინდური ტაძრის პროსტიტუცია ყოველთვის იწვევდა პროტესტს ადამიანის უფლებათა დამცველებში და 1988 წელს გამოცხადდა უკანონოდ.

სექსუალურ კავშირებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ ინდუიზმში, არამედ ტანტრულ ბუდიზმშიც. ზალიან ბევრი ტაძრის კედლებზე არიან გამოსახული მათი წმინდანები უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს.