მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა

შარდი

როგორც წესი, შარდი არის სტერილური და არა აქვს მკვეთრი სუნი. თუმცა შარდის ქვედა საცვალზე მოვხედრის შემდეგ საზარდულის მიდამოში არსებული სითბოს გავლენით იწყება ბაქტერიების გამრავლება და ვითარდება უსიამოვნო სუნი. მოშარდვის შემდეგ სასურველია პენისის თავის თბილი წყლით დაბანა და საგულდაგულოდ გამშრალება. თუკი ეს შეუძლებელია, სველი ჰიგიენური ხელსაწმენდების გამოყენებაც დასაშვებია. აუცილებელია იმის დამახსოვრება, რომ პენისის თავის შარდის წვეთებისგან უნდა გასუფთავდეს.

ქვედა საცვალი

ქვედა საცვალი უნდა იყოს მსუბუქი ქსოვილისგან, რომელიც იწოვს ნესტს. რეკომენდებული ქსოვილებია – კოტონი (ბამბა). არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სინთეტიკური მასალისგან შეკერილი საცვლების ხმარება, იგი საერთოდ არ უწყობს ხელს ჰაერის ცირკულაციას და შორისის მიდამოში ტემპერატურის შენარჩუნებას. აგრეთვე არ არის სასურველი პუდრების გამოყენება, ისინი იწოვენ სისველეს, მაგრამ ახშობენ ფორებს, რის გამოც შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, სიწითლე და წვა. გარდა ამ ყველაფრისა, ქვედა საცვალი არ უნდა იყოს მჭიდრო.

შხაპი

ყოველდღიურად ჩუჩის ფურცლებს შორის, პენისის თავის ქვეშ გროვდება სმეგმა. ეს არის ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო. აქედან გამომდინარე სმეგმას მალე ექნება უსიამოვნო სუნი და დაუბანლობის შემთხვევაში ანთებით პროცესებსაც იწვევს.

აქედან გამომდინარე, პენისის დაბანა აუცილებელია დღეში ერთხელ. თუმცა აგრეთვე სასურველია სწორად დაბანის წესების ცოდნა:

პირველ რიგში, ხელები უნდა დაიბანოს მამაკაცმა კარგად, გამშრალება არ შეიძლება, რადგანაც თავად პირსახოცის ზედაპირზე უამრავი ბაქტერიაა. წყალი უნდა იყოს თბილი, რომ კარგად ჩამოიბანოს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი, საპონი კი არ უნდა იყოს კრემების შემცველი. არ არის საჭირო დიდი რაოდენობით საპნის გამოყენება, საკმარისია აქაფდეს და ჩამობანის ჭუჭყი. ამ მიზნით კარგია საბავშვო საპნების გამოყენება, მაგრამ არ შეიძლება არომატრიზებული გელების ხმარება, რომლებიც მხოლოდ სისუფთავის ეფექტს ქმნიან. ჯერ უნდა დაიბანოს პენისი, შემდეგ პენისის ირგვლის მიდამო და საზარდული. ბოლოს ჩუჩა უნდა გაიწიოს და დაიბანოს პენისის თავი, ლაგამი, გვირგვინოვანი ღარი და ჩუჩის ის მიდამო, რომელიც გამოჩნდა. შესრულებული ქმედებების შემდეგ საპონი უნდა ჩამოიბანოს შედარებით გრილი დიდი რაოდენობით წყლით.

სათესლეები

სათესლეების ტემპერატურა სხეულის პემპერატურაზე საშუალოდ 4 გრადუსით ნაკლები უნდა იყოს სხეულის ტემპერატურაზე. სათესლეებში ტემპარატურის თუნდაც მცირე დროით მატება იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას. ცხელი აბაზანის მიღება და მით უმეტეს ხანგრძლივად აბაზანაში წოლა შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზი გახდეს, მაგ, განაყოფიერების უნარის 6-7 თვით დაკარგვა.

მამაკაცები რომლებსაც მუდმივად უწევთ ჯდომა, პერიოდულად უნდა წამოდგენენ, გაიარონ, გააკეთონ მსუბუქი ვარჯიში მცირე მენჯის მიდამოებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ეს აუცილებელია სათესლეების სხეულისგან ცოტა ხნით მოსაშორებლადაც. სასურველია თავისუფალი საცვლების ტარება და არა ვიწროსი. თუკი ეს შეუძლებელია სამსახურში, სახლის პირობებში შეიძლება ამის მოხერხება.

შორისი

აუცილებელია დეფეკაციის შემდეგ ანუსის გაწმენდა რბილი ტუალეტის ქაღალდით სათესლეებიდან ანუსის მიმართულებით. შესაძლებლობის პირობებში გრილი წყლიტ უნდა დაიბანოს ანუსი დღეში ერთხელ პენისის დაბანის დროს.

თმები

მკაცრად რეკომენდებულია, რომ თმები უაზროდ დიდი არ უნდა იყოს პენისის მიდამოებში. პერიოდულად საჭიროა მათი დამოკლება და თუკი მამაკაცს არა აქვს ალერგია პარსვაზე, მათი გაპარსვა.

სექსი

სექსამდე და შემდეგ აუცილებელია: შხაპის მიღება, პენისის საგულდაგულოდ დაბანა და შორისის გასუფთავება. მართალია რომანტიკულია ფილმებში ნაჩვენები ნასიამოვნები ქალისა და მამაკაცის ჩახუტებული ძილი, მაგრამ რეალობაში ეს იძლევა ანთებით რეაქციებსა და სოკოს. აქედან გამომდინარე, სექსიდან მაქსიმუმ 15-20 წუთში აუცილებელია ჰიგიენური შხაპის მიღება.