დისპარეუნია

დისპარეუნია არის უსიამოვნო, ან მტკივნეული შეგრძნებები სექსის წინ, სექსის დროს და შემდეგ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაგინიზმთან საქმე არ გვაქვს.

ტკივილი სექსუალური აქტის დროს აღმოცენდება ანომალიების, ტრავმების, სასქესო ორგანოების ანთებით-დეგენერაციული დაავადებების და მცირე მენჯის ღრუს დაავადებების დროს. დისპარეუნია შეიძლება აღმოუცენდეს როგორც ქალს ასევე მამაკაცს. გამოვენილი ტკივილის მიხედვით არჩევენ:

  • ტკივილი სქესობრივ აქტამდე;
  • ტკივილი საშოში შესვლისას;
  • ტკივილი ფრიქციების დროს;
  • სიღრმეში ტკივილი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის ბოლოს.

ყველაზე ხშირად დისპარეუნია არის გინეკოლოგიური სამკურნალო, მაგრამ არ არის გამორიცხული მიზი ფსიქოლოგიური მიზეზები: ნეგატიური დამოკიდებულება კონკრეტულ პარტნიორთან, ან ზოგადად სექსთან. ერთჯერადად აღმოცენებული ორგანული ტკივილი შესაძლოა ქალისთვის აგხდეს შემდგომში სექსისთვის თავის არიდების საფუძველი. აუცილებელი არ არის, ქალი უმიზეზოდ  ამბობდეს უარს სექსზე, მისი ტკივილი სფიქოლოგიურია, რადგან მას ეშინია ისე იმავეს განცდის.

დიაპარეუნიის შესაძლო გინეკოლოგიური მიზეზები:

  • ვულვოდინია – პაციენტები უპირატესად უჩივიან ტკივილს საშოს შესავალთან, ქავილი, წვა, მკურნალობის უეფექტობა, მტკივნეულობა ვულვაზე ზეწოლის დროსაც კი (ცხენებით ჯირითი, მჯდომარე მდგომარეობა);
  • ვულვური ვესტიბულიტი – ტკივილის ლოკალიზება საშოს შესავალთან, ვულვის ვესტიბულური ნაწილის ანთების ნიშნები, შესაძლოა ქავილი. გამოკვლევის დროს დგინდება: მტკივნეული ერითემა, ლეიკოპლაკიის უბნები, კვანძები, კონდილომატოზური წამონაზარდები;
  • ვაგინიზმი – გამოხატული ტკივილი საშოს შესავალთან და კუნთოვანი სპაზმი;
  • ლუბრიკაციის დარღვევა და საშოს ქსოვილების ატროფია – ტკივილი და სირთულე საშოს შესაალთან, ტკივილი ფრიქციების დროს, სიმშრალე, წვა, გაღიზიანება;
  • ენდომეტრიოზი, მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესები – ტკივილი სიღრმეში, მენსტრუაციასთან დაკავშირებული ციკლური ტკივილი;
  • ფალოპის მილების პათოლოგია – ტკივილი სიღრმეში, შესაძლოა ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ერთ მხარეს;
  • საშვილოსნოს რეტროვერსია, მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე, საშვილოსნოს მიომა – ტკივილი სიღრმეში;
  • სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი დაავადებები – ტკივილი სიღრმეში. გამოკვევებით დგინდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • მცირე მენჯის ღრუს შეგუბებითი პროცესები – ტკივილი სექსის შემდეგ, უშუალოდ სექსის დროს ტკივილი სიღრმეში. ჩვეულებრივ ვლინდება ორგაზმის არ არსებობის, ხანგრლივი ტავშეკავებისა და ცხოვრების მჯდომარე სტილის დროს;
  • მშობიარობის შემდგომი გართლებები – ტკივილი სიღრმეში, სამეანო ნაკერების, პერინეოტომიის, დიდ ნაყოფით მშობიარობის დროს.