ჰიბრისტოფობია

ჰიბრისტოფილია (ბერძნ. “hybris“ – „ძალადობა“, „თავხედობა“) არის პარაფილია, რომელიც ხშირად „ბონი და კლაიდის“ (ცნობილი ამერიკელი მძარცველი საყვარლები) დაავადებადაც იწოდება. ჰიბრისტოფილია -ეს არის სექსუალური ლტოვა დამნაშავეებისადმი.

ჰიბრისტოფილებს მოსწონთ, როცა პარტნიორი სასჯელს იხდის, ან ეს ეს არის გათავისუფლდა ციხიდან. ხანდახან ისინი თავად უბიძგებენ პარტნიორებს დანაშაულისკენ, რათა ისინი გაასამართლონ და ცასვან ციხეში.

ბატიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორის ჯონ მანის აზრით, ჰიბრისტოფილებისთვის სანიმუშო მაგალითია 1930-იანი წლების ბონისა და კლაიდის და 1960-იანი წლების ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ ამბები. მამაკაცებს, რომლებიც იხდიან სასჯელს, ხშირად აქვთ ურთიერთობა ისეთ ქალებტან, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერება, ან ეშიანიათ ფიზიკური სიახლოვის. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცი ციხეშია, შიშის მომენტი არ არის და სიტუაციის კონტროლი შეიძლება. დაპატიმრებულები ასეთი ქალების საშუალებით იღებენ სიგარეტს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და აგრეთვე, იურიდიული მომსახურების საფასურს. უმრავლეს შემთხვევაში, პატიმრის გატავისუფლების შემდეგ ასეთი კავშირები წყდება.

1995 წლის ფილმში „მიცვავებული მოდის“ მონაზვნის როლი ითამაშა სიუზან სარანდონმა და მიიღო ოსკარი ამ როლისთვის. ამ მონაზონ ქალს სწორედ მსგავსი ტიპის კავშირი აქვს მამაკაცთან.

რობერტ მასტესი და ედვარდ ლი წერენ XIX საუკუნის სერიული მკვლელის ვაშე რომის გახმაურებულ სასამართლოზე. ამ პროცესს ბევრი ქალი დაესწრო, მათ შორის ბევრი თანამდებობის პირი. ამ ქალების უმრავლესობა დატყვევებული იყო სერიული მკვლელის პიროვნებით და ისეთი აურზაური ატეხეს სასამართლო დარბაზში, მოსამართლე იძულებული გახდა, ისისნი დარბაზიდან გაეშვა.