მენჯის მწვავე ტკივილი

მენჯის ქრონიკული ტკივილი იგივე მენჯის ანთებადი და არაანთებადი ტკივილი, სიმპათიკური ღეროს მენჯის ერთ ერთი კვანძის დაზიანება, ფსიქოსომატური მენჯისმიერი შეგუბება, მენჯის ნევროზი.

მენჯის ტკივილი – მუცლის ქვედა ნაწილში მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება: ლოკალიზდება ჭიპის ქვემო ზონაში, გავა-წელის მიდამოში, საზარდულის მიდამოებს ზემოთ. მენჯის მწვავე ტკივილის დროს სიმპტომების ერთობლიობა – არაციკლური ტკივილი, რომელიც ზოგჯერ გრძელდება 6 თვეზე მეტხანს, რთულად ლოკალიზებადი ტკივილი, რომელიც არღვევს ცენტრალური მექნიზმების მუშაობას და პაციენტის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესების ნორმალიზაციას, ცვლის ფსიქიკას და გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ ადაპტაციაზე.

ჯანმოს მონაცემებით პრაქტიკულად ყოველი დედამიწის ყოველი მე-5 მცხოვრები იტანჯება ქრონიკული ტკივილით, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმის სხვადსხვა სისტემის პათოლოგიით. ყოველწლიურად ქალების 60% მიმართავს გინეკოლოგს მენჯის ტკივილთან დაკავშირებით. ხშირად მენჯის ქრონიკული ტკივილი უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებს (73%) ან დაავადებებს, რომლებიც არ შედიან სასქესო ორგანოების შემადგენლობაში (22%). გარდა ამისა მცირე წილით, მაგრამ მაინც აღსანიშნავია ფსიქიკური ხასიათის დარღვევებიც (1.1%).

მენჯის ქრონიკული ტკივილი შეიძლება დაიყოს გამოვლინებების მიხედვით ასე:

  • საკუთრივ მენჯის ტკივილი – მუცლის ქვედა ნაწილში გამოვლენილი ტკივილი, საზარდულის არეშე ან წელის არეში არსებული ტკივილი. ეს ტკივილები აწუხებს პაციენტს, ფაქტიურად, მუდმივად და ძლიერდება მენტრუალური ციკლის გარკევულ ფაზაში, აგრეთვე გადაცივების, ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის და ა.შ. დროს;
  • დისმენორეა – ანუ ალგომენორეა, როცა მენსტრუაციას ახლავს ტკივილი;
  • დისპარეუნია – მძიმე სქესობრივი დარღვევა ქალებში, როცა აღინიშნება ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს, ღრმა ფრიქციისას.

მენჯის ქრონიკული ტკივილის მიზეზები

  • ქალებში შგნითა სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი პროცესები;
  • ენდომეტრიოზი გარეთა ქსოვილების დაზიანებით;
  • შეხორცებითი დაავადება, გადატანილი ანთებითი დაავადებების ფონზე;
  • ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ღრუში ქსოვილების დაზიანებით;
  • საშვილოსნოს იოგების ტრავმული გახევა (ალენ-მასტერსის სინდრომი), აბორტების, მშობიარობის შედეგად;
  • გენიტალური ტუბერკულოზი;
  • კეთილთვისებიანი სიმსივნეები (საშვილოსნოს მიომა);
  • საკვერცხეების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესები;
  • პირველადი მტკივნეული მენსტრუაცია (ალგომენორეა);
  • საშვილოსნოს ყელის და ტანის კიბო;
  • „შუალედური ტკივილის სინდრომი“ – ტკივილი მენსტრუაციათშორის პერიოდში;
  • სასქესო ორგანოების არასწორი განვითარება, როცა ვერ ხერხდება ზედმიწევნით ზუსტად მენსტრუალური სისხლის გამოდევნა;
  • ცერვიკალური არხის თანდაყოლილი არ ქონა;
  • საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • შეხორცებითი პროცესი და თხელკედლიანი ღრუოვანი წარმონაქმნი (სეროზოცელე) გინეკოლოგიური ოპერაციების შედეგად;
  • ნარჩენი საკვერცხის სინდრომი – ოვარექტომიის შემდეგ;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები (კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი);
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები;
  • ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
  • შმორლის ხრტილოვანი კვანძები;
  • ტკივილი კუდუსუნის არეშიმ გავა-კუდუსუნის შესახსრების ართროზი;
  • მენჯის ძვლების ზედაპირული წარმონაქმნები;
  • მეორადი პათოლოგიური კერა მენჯის ძვლებსა და ხერხემალში;
  • ძვლებისა და კუნთების ტუბერკულოზი;
  • ბოქვენის სიმფიზის დაზიანება მშობიარობის დროს;
  • რეტროპერიტონეული სივრცის ლიმფური კვანძები, მათ შორის ტეროპერიტონეუმის ჭეშმარიტი ნერვინომა;
  • ნერვული სისტემის დაავადებები, ცენტრალურ ნერვულ სისტემას გარეთ;
  • მხარ-კისრის პლექსიტები, აგრეთვე ტკივილები მზის წნულში და ზეწოლა მზის წნულზე;
  • აპენტიციტი და შიგნითა სასქესო ორგანოების ანთება (აპენდიკულო-გენიტალური სინდრომი);
  • სწორი ნაწლავის ანთება (პროქტიტი);
  • შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები;
  • ცისტიტი – ქრონიკული;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;
  • თირკმლის მდებარეობის ანომალია (დისტოპია) და თირკმლის დაწევა (ნეფროფტოზი);
  • სისხძარღვოვანი დაავადებები;
  • მცირე მენჯის ვენების ვარიკოზი;
  • ფსიქოლოგიური დარღვევები;
  • აბდომინური ეპილეფსიური შეტევები;
  • ფსიქოპათოლოგიური სინდრომი, შიზოფრენიის დროს;
  • არაორგანული ხასიათი ტკივილები;
  • ფსიქოსომატური ტკივილი;
  • ტეტანია – სპაზმოფილიის აბდომინური ფორმა;
  • მუცლის ტკივილი პაციენტებში ჰიპერვენტილაციის სინდრომითა და დისფუნქციური სუნთქვით;
  • უმიზეზო ტკივილი.