მენჯის ქრონიკული ტკივილის მექანიზმები

მენჯის ქრონიკული ტკივილის განვითარების მექანიზმი სხვადსხვა გინეკოლოგიური დაავადებების დროს ერწყმის რეგიონულ და შიდაორგანულ დარღვევებს ჰემოდინამიკაში, კუნთოვან ქსოვილებში სასუნთქი აირების ცვლის დარღვევა უჯრედული მეტაბოლიზმის პროდუქტების დაგროვებით, დისტროფიული, ანთებითი და ოპერატორული ცვლილებები შიგნითა სასქესო ორგანოებში პერიფერიულ ნერვულ სისტემასა და ვეგენეტიურ ნერვულ სისტემაში. მენჯის ქრონიკული ტკივილის, როგორც სიმტომის გამოვლენა დაკავშირებულია ქალის ინდივიდუალურ აგებულებასთან, ცხოვრების წესთან, ინტელექტუალური განვითარების ხარისხთან და ა.შ.

ტკივილის შეგრძნება ფორმირდება, როგორც წესი, თანდათან, მავნე ფატტორების ზემოქმედებიდან გარკვეული დროის შემდეგ.

საწყისი ეტაპი არის ორგანული, ის ხასიათდება მენჯის მიდამოში ადგილობრივი ტკივილით. ხშირად ტკივილს ახლავს სასქესო ორგანოების და მათი მეზობელი ორგანოების დისფუნქციაც. ასეთი გამოვლინებები დიდწილად დამოკიდებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან (სისხლის შეგუბება, ჰიპერემია და ა.შ.).

მეორე (ორგანოსზედა) ეტაპისთვის  სახასიათოა არეკლილი, გადაცემითი (რეპერკუსიონალური) ტკივილი მუცლის ზედა ნაწილებში. ზოგიერთი დაკვირვებით ტკივილი საბოლოოდ გადაადგილდება მუცლის ზედა ნაწილში. ამრიგად, ყალიბდება გაღიზიანების მეორადი კერა პარავერტებრულ ერთ ერთ სიმათიკურ კვანძში. იმის გამო, რომ ტკივილის სინდრომის ნათელი კავშირი შარდგამომყოფ სისტემასთან იკარგება, დიაგნოსტიკის პროცესში ეს იძლევა უამრავ სირთულეს, მათ შორის ცრუ დიაგნოზსაც.

მესამე (პოლისისტემურ) პერიოდს ახასიათებს ნერვული დარღვევების გავრცელება, თითქოს მზარდი მიმართულებით, ნერვული სისტემის სხვადსხვა უბნების ჩათრევით. როგორც წესი, ამ დროს ვლინდება მენსტრუალური, სასქესო და სეკრეტორული ფუნქციის დარღვევები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მერყეობა. ტკივილი მენჯში ხდება უფრო ძლიერი, რაც დაავადების დიაგნოსტირებას ართულებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის. ამ ეტაპზე ანთებითი პროცესი იძენს პოლისისტემურ ხასიათს და მისი პათოლოგიური სპეციფიურობა ქრება სამუდამოდ.

ერთის მხრივ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში შეიძლება იყოს რაიმე სიმატური, გინეკოლოგიური ან ფსიქოლოგიური დაავადების ნიშანი, მეორეს მხრივ კი – შეიძლება ატარებდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელ მნიშვნელობას და იყოს მენჯის ქრონიკული ტკივილის უმთავრესი სინდრომი.

როგორც წესი, მენჯის ქრონული ტკივილის დროს ქალი უჩივის უძილობას, მომატებულ გაღიზიანებადობას, დაქვეითებულ შრომისუნარიანობას, გარე სამყაროსადმი ინტერესის დაკარგვას, აპათიურობას, იპოქონდრიულ და დეპრესიულ მდგომარეობას, რომლებიც თავის მხრივ ართულებენ მენჯის ქრონიკული ტკივილის მიმდინარეობას. ყალიბდება ე.წ. „მანკიერი წრე“, რომელიც წარმოდგენილია ასე: ტკივილი – სოციალური ადაპტაციის დარღვევა (დეზადაპტაცია) – ფსიქოემოციური ხასიათის დარღვევები – ტკივილი. მენჯის ქრონიკული ტკივილი უვითარდებათ გარკვეული ტიპაჟის ადამიანებს: ლაბილური ფსიქიკის მქონეთ, იპოქონდრიკებს, მუმდივად მოგანგაშე და ნერვიულ ადამიანებს.