მენჯის ქრონიკული ტკივილის დიაგნოსტიკა

მენჯის მიდამოში წარმოშობილი ტკივილის დიაგნოზისტირებისთვის პირველ რიგში აუცილებელია კვალიფიციურად შეკრებილი ანამნეზი. ტკივილის წარმოშობის ადგილის შესახებ შედარებით დიდ ინფორმაციას იძლევა: არსებული დაავადების ქრონიკა, სოციალური და ოჯახური ანამნეზი, ზუსტი მონაცამები ქალის ორგანიზმის მთავარი სისტემების მდგომარეობის შესახებ და უკვე ინფორმაციიდან გამომდინარე დგინდება პაციენტის გამოკვლევის ინდივიდუალური გეგმა.

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული პაციენტის ჩივილები, რომლებიც ატარებენ მრავალფეროვან ხასიათს. ხშირად პაციენტს არ შეუძლია ტკივილის ზუსტი ლოკალიზაციის ჩვენება და მიუთითებს საკმაოდ ვრცელ მიდამოზე: მუცლის ყველაზე ქვედა წერტილიდან ეპიგასტრუმამდე. თუმცა ტკივილის ლოკალიზაციის კონკრეტიზაცია აუცილებელია.

ანთებითი პროცესები, საშვილონოს, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის სიმსივნეები, II–III სტადიის ენდომეტრიოზი დიაგნოსტირდება მუცლის შუა ხაზის მიდამოში, ბოქვენის სიმფიზის ზემოთ ტკივილით. გაცილებით იშვიათად ასეთი ტკივილები ვითარდება საშვილოსნოს ატიპიური განვითარების დროს, ჭიპის მიდამოს არადიაგნოსტირებული თიქარის, სიმფიზიოლიზის და მუცლის თეთრი ხაზის პოსტოპერაციული თიაქრის დროს.

მენჯისსმიერი ტკივილები თეძოს მიდამოებში მარჯვნივ და მარცხნივ ხშირად არის საშვილოსნოს დანამატების, გარე ლოკალიზაციის ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფართო იოგების ტრავმული დაზიანების, ქალის შიგნითა სასქესო ორგანოების კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნებიის ერთადერთი ნიშანი.

ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება უპირატესად მუცლის ქვედა კვადრანტში მარჯვნივ ან მარცხნივ, აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანული ან ფუნქციური დაზიანების დროს (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დივერტიკულოზი და დივერტიკულიტი, კრონის დაავადება, ბრმა ნაწლავის ატონია, სიმსივნებეები), შარდგამომყოფის სისტემის პათოლოგიების დროს (ურეთეროლითიაზი, ჰიდრონეფროზი, ურეთრიტი და ა.შ.), რეტროპერიტონეუმის ლიმფურ კვანძებზე ზემოქმედება (ლიმფოგრანულომატოზის ვისცერალური ფორმა, ლიმფოსარკომა), აგრეთვე ელენთის დაავადებები (ხანგრძივი მიელოლეიკოზი). იმისთვის რომ გამარტივდეს მენჯის ტკივილის დიაგნოსტიკა, თეძოს წინა ზედა წვეტებისა და ჭიპის შემაერთებელი ხაზის ქვემოთ ლოკალიზებული ტკივილი მიუთითებს შიგნითა სასქესო ორგანოების პათოლოგიაზე, ამ ხაზს ზემოთ მდებარე თირკმელების, ნაწლავების და ა.შ. დაზიანებზე.

მენჯის ქრონიკული ტკივილი ლოკალიზებული გავა-კუდუსუნის მიდამოში ხშირად უკავშირდება ჩონჩხის შეძენილ პათოლოგიასთან: ანთებითი, ტრავმატული, სიმსივნური ან დეგენერაციული გენეზის. შედარებით იშიათად ის დაკავშირებულია თანდაყოლილ ანომალიებთან.

ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მენსტრუალური ფუნქციის სხვადსხვა დარღვევების დროს, სქესობრივი ნევრასთენიის დროს. კუდუსუნის ტკივილი შეიძლება იყოს უშუალოდ კუდუსუნის პათოლოგიით (მისი ამოვარდნა, გავა-კუდუსუნის შესახსრების ართრიტი, ამ შესახსრების შეზრდა, პერიოსტიტი), ან სხვა ორგანოს პათოლოგიიდან ირადირებული.

დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია გააზრებული ყიოს ის ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ ან აპროვოცირებენ მენჯის ტკივილს. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიის დროს ეს არის დინამიკური და სტატიკური ფიზიკური დატვირთვა; შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს – დაგაცივება, დიეტის დარღვევა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროსაც წამყვანია.

ტკივილის გაძლიერება მენსტრუალური ციკლის მეორე ეტაპზე, მენტრუაციამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე, როგორც წესი უკავშირდება გენიტალურ ენდომეტრიოზს.

ტკივილი, რომელიც უკავშირდება მენსტრუაციას – დისმენორეა. როგორც წესი ეს ტკივილი უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებს: პირვალადი ალგოდისმენორეა, ადენომიოზი, განვითარების ანომალია და საშვილოსნოს მდებარეობის ანომალია, ხანგრძივი ენდომეტრიტი.

მენჯის ქრონიკული ტკივილის კიდევ ერთი და საკმაოდ საინტერესო ვარიანტია დისპარეუნია – ტკივილი და დისკომფორტი სექსუალური კავშირის დროს.