გამოკვლევები მენჯის ქრონიკული ტკივილის დროს

მენჯის ქრონიკული ტკივილის დროს, როგორც წესი, გამ,ოკვლევა იწყება ფიზიკალური კვლევებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პალპაციის დროს მტკივნეული უბნების აღმოჩენას. არადიაგნოსტირებული საზარდულის, ბარძაყის და მუცლის თიაქრების აღმოსაჩენად პალპაცია ტარდება როგორც მწოლიარე, ასევე ფეხზე მდგომ პოზიციაშიც.

გინეკოლოგიური კვლევის სპეციალური მეთოდების (გარეთა სასქესო ორგანოების დათვალიერება, საშვილოსნოს ყელიდან ნაცხი, საშოს სარკეების გამოყენება, რექტოვაგინალური გამოკვლევა) შეიძლება გამოიყოს პაციენტების ორი ჯგუფი:

პირველი – ქალები, რომელთაც ამ მომენტისთვის აქვს სხვადსხვა გინეკოლოგიური დაავადება, რომლებსაც დამოუკიდებლად, ან სხვა დაავადებასთან კომბინაციაში შეუძლიათ მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის პროვოცირება და/ან გაძლიერება.

მეორე – შესამჩნევი დაზიანება ან დიაგნოსტირებული დაავადება გარეთა ან შიგნითა სასქესო ორგანოების არა აქვთ, ან იმდენად სუსტად აქვთ გამოხატული, რომ ისინი ვერ იქნება მენჯის ქრონიკული ტკივილის წყარო.

მენჯის ქრონიკული ტკივილის დაზუსტებისთვის ან/და ვერიფიკაციისთვის აუცილებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ერთობლიობა:

  • ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მიმართულია ჰერპესული დაზიანების დასადგენად;
  • ექსოკოპიური კვლევა მცირე მენჯის მიდამოში;
  • რადიოლოგიური კვლევის მეთოდები მენჯის ძვლებისა და გავა-წელის მიდამოს სადიაგნოსტიკოდ;
  • აბსორბციული დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკოდ;
  • ირიგისკოპია და ენდოსკოპიური კვლევები;
  • ლაპაროსკოპია.