მენჯის ქრონიკული ტკივილის მკურნალობა

მენჯის ქრონიკული ტკივილის მქონე ქალების მკურნალობა არის კომპლექსური. როგორც წესი ტკივილის სინდრომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის უკვე ნაცადი ხერხები რაოდენობასა და თავად პაციენტის დამოკიდებულებაში მედიცინისადმი, ან კონკრეტული სპეციალისტისადმი. ამასთან დაკავშირებით პაციენტის მკურნალობაში უნდა ჩაერთოს სხვადსხვა პროფილის სპეციალისტი: თერაპევტი, უროლოგი, ნევროლოგი, ფიზიოთერაპევტი და ფსიქიატრიც კი. ასეთი ერთობლივი მეთოდი ამცირებს ექიმსა და პაცინეტს შორის უთანხმოებას და ზრდის წარმატების ალბათობას.

მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს მკურნალობა იყოფა რამდენიმე ძირითად პრინციპად:

  • საჭიროა, პაციენტმა გაიგოს, რა არის ტკივილის მიზეზი და დაკონკრეტდეს ის ფაქტორები, რომლებიც აძლიერებენ ტკივილს;
  • აუცილებელია გამოყენებული პრეპარატები დაყვანილ იქნას მინიმუმადე, ეტაპობრივად კი შემცირდეს პრეპარატების დოზა ისე, რომ არ დაიკარგოს ეფექტი;
  • უნდა მოიხსნა ის ფაქტორები, რომლებიც ამძიმებენ პაციენტის ტკივილის შეგრძნებებს.

მენჯის ქორნიკული ტკივილის მართვის ძირითადი პრინციპები:

მკურნალობის სახე და მიზანი თერაპიული ზემოქმედების სახე
ეტიოლოგიური, მიმართული ტკივილის გამომწვევის მოსახსნელად
  • ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თერაპია სასქესო ორგანოების დაავადებათა დროს;
  • ქირურგიული მკურნალობა სხვადსხვა სიმსივნეების, ენდომეტრიოზის, შეხორცებითი პროცესების, განვითარების ანომალიების და ა.შ. დროს;
  • ენდოქირირგიული და ენდოვასკულური მკურნალობა მენჯის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
  • სპაზმოლიტიკებისა და აასს გამოყენება ალგომენორეის დროს.
პათოგენეზური, რომელიც მოიცავს ტკივილის აღმქმელი რეცეპტორების ირგვლის არსებულ ქსოვილებში ბიოქიმიური პროცესების ნორმალიზაციას
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
  • ანტიოქსიდანტური მკურნალობა, ენზიმოთერაპია, ვიტამინოთერაპია;
  • ფიზიოთერაპია;
  • აასს გამოყენება;
  • ქსოვილებში მიკროცირკულაციის გამაუჯობესებელი საშუალებების მიღება.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პათოლოგიური იმპულსაციის მიღების შეწყვეტა
  • ნერვული შუამავლების ბლოკირება, ალკოჰოლიზაცია;
  • ნეიროქირურგიული ინტერვენციების ელემენტები (პრესაკრალური ნევროტომია, საშვილოსნოს პარაცერვიკალური დენერვაცია);
  • ნემსებით რეფლექსოთერაპია.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დამამუხრუჭებელი და აღმგზენი პროცესების წონასწორობის აღდგენა; ანტინოციცეფციის სისტემის აქტივაცია.
  • სუგესიტიური თერაპია;
  • ფსიქოთერაპია;
  • სედაციური თერაპია;
  • ვეგეტომაკორეგირებელი პრეპარატები;
  • ნემსებით რეფლექსოთერაპია.