სასქესო ნევრასთენია

სასქესო ნევრასთენია ითვლება ადამიანის ზოგადი ნევრასთენიის გამოვლინებად. ამ მდგომარეობებს შორის არის რთული უკუკავშირები. ავადმყოფური დამოკიდებულება, განსაკუთრებული დაძაბულობა, განგაშის დომინირება იწვევს სექსუალური ტონუსის შესუსტებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობას.

ხშირად მამაკაცები უჩივიან არასრულფასოვან ერექციას, პენისის დავარდნას, ნაადრევ ეაკულაციას. ეს ყველაფერი შეიძლება ატარებდეს ფსიქოემოციურ ხასიათს.

ნევროზული გარემო, უეცარი უსიამოვნო შთაბეჭდილებები ინტიმური სიახლოვის დროს შემაკავებელ გავლენას ახდენს სასქესო ცენტრებზე. ნევროზული ადამიანი განსაკუთრებულად არის კონცენტრირებული წარუმატებლობაზე, რომელიც შეიძლება სრულებით შემთხვევითია. ამის გამო შემაკავებელი პროცესები ვლინდება შემდეგშიც, უკვე უპირობო რეფლექსების სახით.

გარეთა სასქესო ორგანოებზე მდებარე განსაკუთრებით მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება რეფლექტორულად იწვევს სასქესო ცენტრების აგზნებას.

მოვლენებს, სუნებს, შეგრძნებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუკი ერთხელ რაიმე შეგრძნება დაუკავშირდება სასიამოვნოს, ის ყოველთვის გამოიწვევს სიამოვნებას, მაგრამ თუ რაიმე მოვლენამ მოიტანა სექსის დროს უარყოფითი ემოცია, ის შემდეგშიც მოიტანს ნეგატივს და შეკავებით პროცესებს.

არის შემთხვევები, როცა მამაკაცი თვლის თავს იმპოტენტად იმის გამო, რომ მისი სექსუალური შესაძლებლობები არ არის, ან ვერ არის სხვა მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობების ექვივალენტური. ამ დროს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სქესობრივი შესაძლებლობები, ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი ფიზიოლოგიური ფუნქცია არის მკაცრად ინდივიდუალური და დამოკიდებულია ნერვული სისტემის ფუნქციონირების ტიპზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ აგებულებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მამაკაცები, რომლებიც ფიზიკურად შედარებით განვითარებულნი არიან, უფრო ხშირად არიან მაღალი პოტენციის მქონენი, ვიდრე ფიზიკურად სუსტი, ადინამიური ადამიანები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ათლეტური მონაცემები არის ზუსტი, გარეგანი ფიზკური სისუსტე შეიძლება იდეალურ კომბინაციაში იყოს მაღალ პოტენციასთან.

სქესობრივი ნევრასთენია უხშირესად მოცავს მამაკაცურ პრობლემებს. მისი მკურნალობის დაწყების მთავარი მომენტი არის სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა. ამავე დროს დროებით უნდა შეწყდეს სქესობრივი ცხოვრებაც, რომ შეწყდეს საკუთარი თავის „გამოცდა“. მნიშვნელოვანი შრომისა და დასვენების დარეგულირება, კარგი ძილი, ვიტამინები და მინერალები. კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხორცის, ზღვის პროდუქტების, ცხიმების, თევზის, კვერცხის, ცოცხალი ბოსტენულისა და ხილის შემცველი. მწარე დაკვები დროებით მაინც უნდა ამოიღონ რაციონიდან. ჭარბი წონის მქონეებმა უნდა დაიკლონ დასაშვებ წონამდე და იყონ ფიზიკურად აქტიურები. სისტემატური ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ნორმალური სექსუალური ფუნქციებისათვის.

არ არის რეკომენდებული ზურგზე წოლა, ამ დროს სისხლის შეგუბება ხდება ზურგის ტვინში და ეს თავის მხრივ ადნებს გავლნეას აქ მდებარე სასქესო ცენტრებზე (ვითარდება ამ ცენტრების აგზნება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უადგილოა). პაციენტის მდგომარეობის გათვლისწინები უნდა დაინიშნოს დამამშვიდებელი საშუალება.