ვაზექტომია – მამაკაცის სტერილიზაცია

ვაზექტომია – ნებაყოფლობითი შეუქცევადი ხასიათის ქირურგიული ჩარევაა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. მოქმედების მექანიზმი: თესლგამომტანი სადინრის გამავლობის ბლოკირება, რაც გამორიცხავს სპერმატოზოიდების სპერმაში მოხვედრას.

სპერმატოზოიდები სათესლეებში წარმოიქნება (წუთში 50 000 ოდენობით) უმცირეს სათესლე არხებში. ამის შემდეგ ისინი მიემართებიან სათესლის სადინარში და იქ მწიფდებიან. სქესობრივი აგზნების დროს სათესლის დანამატში წნევა მატულობს და სპერმატოზოიდები მიემართებიან გრძელი წვრილი მილებით თესლგამომტანი სადინრებისკენ, სადაც აგრეთვე მიდის სათესლე ბუშტუკებიდან სითხეც. სხვადასხვა სასქესო ჯიკრვლების სითხეებისა და სპერმატოზოიდების ნაერთი არის სპერმა. თესლგამომატნი სადინრები ერწყმიან და ქმნიან მშხეპავ სადინარს, რომელიც გადის პენისის სხეულში, სწორედ მისი საშუალებით ხვდება სპერმა შარდსადენში.

ვაზექტომია არ არის კასტრაცია!!! კასტრაციის დროს შორდება სათესლეები. ვაზექომიის დროს კი იკვეთება თესლგამომტანი სადინრები მარჯვნივ და მარცხნივ, რის გამოც მშხეპავ სადინარში ვეღარ ხვდება სპერმატოზოიდები. ვაზეტქომია არ ახდენს გავლენას სათესლეების მიერ ტესტოსტრონის გამომუშავებაზე, ანუ არ ცვლის სექსის სურვილს, ერექციას და ეაკულაციას. იქიდან გამომდინარე, რომ სპერმატოზოიდები სპერმის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენენ, სპერმის რაოდენობა ვაზექტომიის შემდეგ არ იცვლება.

ვაზექტომიის ეფექტურობა უახლოვდება 100%. ჩასახვა ამ პროცედურის მერე პრაქტიკულად არ ხდება.

ვაზექტომია ტარდება სამედიცინო დაწესებულებაში, კვალიფიციური ექიმების მიერ გეგმიურად. ოპერაციის წინ აუცილებელია სისხლის ანალიზი, ანალიზი სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე, შარდის ანალიზი, კოაგულოგრამა, ელექტროკარდიოგრამა, უროლოგის კონსულტაცია.

ვაზექტომია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ტექნიკურად ის ქალებში მილების გადაკეტვაზე მარტივი შესასრულებელია, რადგან არ იხსნება მუცლის ღრუ. განაკვეთი ტარდება თესლგამომტანი სადინრის პროექციაზე, ჭრილობაში ამოიტანება სადინარი, იკვეთება და ლიგატურა ედება სადინრის ორივე ბოლოს. ჭრილობა იკერება გამწოვი ნაკერებით. ოპერაცი გრძელდება 15-20 წთ. პაციენტი ბინაზე გაეწერება ოპერაციის დღესვე.

ვაზექტომიის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰემატომა, სათესლე პარკების შეშუპება, რომლებიც გაივლის 3-5 დღეში. აგრეთვე სახასიათოა მტკივნეულობა ნაოპერაციევ არეში. სრული გამოჯანმრთელება ხდება 1 კვირაში, რომლის შემდეგაც აუცილებელია განმეორებითი კონსულტაცია ექიმთან. სქესობრივი ცხოვრების განახლება ხდება პოსტოპერაციული გვერდითი მოვლენების გაქრობისთანავე. ეაკულატში სპერმატოზოიდების სრული არ არსებობა ჩნდება საშუალოდ 3 თვეში, ან 20 ეაკულაციის შემდეგ.

ვაზექტომიის შემდეგ განაკვეთის ადგილზე ვითარდება ნაწიბუროვანი ქსოვილი და ზოგჯერ (ეს ხდება 4 000 ოპერაციიდან ერთ შემთხვევაში) შეიძლება აღდგეს სადინრის სანათური, ამას საშუალოდ დასჭირდება 17 თვე, ამიტომ სწორედ ამ პერიოდის შემდეგ მამაკაცმა უნდა გაიკეთოს საკონტროლო სპერმოგრამა.

ვაზექტომიის უპირატესობები:

  • მაღალი ეფექტურობა;
  • კონტრაცეფციის მუდმივი მეთოდი;
  • სქესობრივ აქტთან კავშირის არ არსებობა;
  • მარტივი პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით;
  • მოგვიანებითი გართულებების არ არსებობა;
  • სათესლის ჰორმონებზე არ მოქმედებს;
  • არ ცვლის სქესობრივ ფუნქციებს.

ვაზექტომიის ნაკლი:

  • მეთოდი შეუქცევადია;
  • ხანმოკლე ტკივილი და დისკომფორტი ოპერაციის შემდეგ;
  • ოპერაციიდან 3 თვე მაინც საჭიროა კონტრაცეფციის სხვა მეთოდიც;
  • ოპერაცია თავის მხრივ მაინც მოიცავს რისკებს;
  • არ იცავს შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან;
  • სადინრების გამავლობის სპონტანური აღდგენის ალბათობა.

ვაზექტომიის გამოყენება შეუძლია:

  • 35 წელს ზევით მამაკაცები, რომლებსაც უკვე ჰყავთ 2 ან მეტი შვილი და გაცნობიერებულად არ უნდათ მეტის ყოლა;
  • მამაკაცები, რომელთა ცოლებისთვისაც ორსულობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა;
  • მამაკაცები, რომლებისთვისაც ვაზექტომია სამედიცინო ჩვენებაა (მაგ, მძიმე გენეტიკური დაავადებების მქონენი).

ვაზექტომიას არ კეთდება:

  • მამაკაცში, რომელიც ნებაყოფლობით არ იძლევა პროცედურის ნებართვას;
  • მამაკაცში, რომელიც არ არის მტკიცე გადაწყვეტილებაში.

ვაზექტომიის გართულებები:

  • ნაოპერაციევის დაინფიცირება;
  • ნაოპერაციევი მიდამოს ძლიერი შეშუპება;
  • ჰემატომა.

სიმპტომები, რომელთა გამოჩენისთანავე სასწრაფოდ აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება (38 და მეტი), კანკალი;
  • ნახვევის სისხლით გაჟღენთვა;
  • სათესლეების შეშუპება და ძლიერი ტკივილი.