ტესტი ოვულაციაზე

ტესტი ოვულაციაზე გამოიყენება ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდის მოსაძებნად. ეს ტესტი რეაგირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის დონეზე ქალის შარდში. ეს ჰორმონი უმნიშვნელო რაოდენობითაა ქალის ორგანიზმში, მაგრამ ოვულაციამდე 24-36 საათით ადრე ქალის ორგანიზმში ხდება ამ ჰორმონის დონის მკვეთრი მატება, რაც მეტყველებს ჩასახვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროის არსებობაზე, ანუ თუკი ტესტი დადებითია, ე.ი. მალუთეინიზირებელი ჰორმონის (მლჰ) დონემ მიაღწია პიკს. გამოსახულებაზე წითელი ხაზით გამოსახულია მლჰ დონე:

თუკი ჰორმონის დონე გაიზომა (ტესტი გაკეთდა) საღამოს, ხოლო მლჰ პიკი იყო დილით, შესაძლოა ტესტი იყოს უარყოფითი, რადგანაც ტესტის კორექტულად ჩატარებისათვის საკმარისი ჰორმონის დონე ორგანიზმში აღინიშნება მხოლოდ 24 სთ განმავლობაში. აქედან გამომდინარე ოვულიაციის ტესტი უნდა გაკეთდეს დღეში 2-ჯერ, რომ ის პიკი არ გამოეპაროს ქალს.

თუკი ოვულაციაზე ტესტით სარგებლობა გადაწყვიტა ქალმა, სასურველია გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

  • ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველდღე და სასურველია ერთსა და იმავე დროს;
  • შედარებით ხელსაყრელი დროა დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე;
  • არ გამოიყენოთ დილის პირველი შარდი ტესტისთვის;
  • ტესტირებამდე 1-4 საათით ადრე შეამცირეთ სითხის მიღება;
  • თუკი ქალი იღებს მლჰ შემცველ მედიკამენტებს, ტესტირების ჩატარება აზრს კარგავს.

ტესტის ცატარებიოს დროს გასათვალისწინებელია ის ინტრუქცია, რომლსაც მწარმოებელი ურთავს თან ტესტს. შედეგი ტესტიტებიდან 10-30 წუთში გამოვლინდება. ამ დროის გასვლის შემდეგ შედეგების ინტერპრეტირებას მნიშვნელობა არა აქვს.

ტესტირების შემდეგად მიიღება სამი სახის შედეგი:

  • უარყოფითი – გამუქდება მხოლოდ ერთი (საკონტროლო) ხაზი;
  • დადებითი – სატესტო ხაზი საკონტროლო ხაზის ფერი ან მასზე მუქია;
  • შეცდომა – საკონტროლო ხაზის არ არსებობა ტესტზე.

ტესტი გაკეთებისთვის საჭიროა განისაზღვოს ქალის მენსტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე თვეზე დაკვირვებით. შემდეგ უნდა მოიძებნოს შესაბამისი დღეების რაოდენობა ქვემოთ მოცემული ცხრილის მარცხენა გრაფაში და მის გასწვრივ მაჯვენა გრაფაში მითითებულია ის დღე, რომლიდანაც უნდა დაიწყოს ქალმა ტესტის კეთება ოვულაციაზე.

ციკლის საშუალო ხანგრძლივობა ტესტირების დაწყების დღე
22 6
23 6
24 7
25 8
26 9
27 10
28 11
29 12
30 13
31 14
32 15
33 16
34 17
35 18
36 19
37 20
38 21

 

ტესტის პასუხი შეიძლება იყოს ცრუდადებითი შემდეგი მიზეზების გამო:

  • ყველა ქალის ორგანიზმში განსხვავებული რაოდენობის მლჰ გამომუშავდება;
  • ოვულაციაზე ტესტებს განსხვავებული მგრძნობელობა აქვს;
  • შარდის განსხვავებული კონცენტრაცია, გამომუშავებული სითხის რაოდენობის მიხედვით;
  • ტესტირების დრო.

ოვულაციაზე ტესტის უარყოფიტად ითვლება მისი ფინანსური მხარე. ტესტირება გარკვეულ თანხებს უკავშირდება, ვინაიდან საჭიროა ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც ტესტირება რამდენიმე დღის და ზოგჯერ მთელი კვირის განმავლობაშიც. თუკი ქალი მხოლოდ ერთხელ იკეთებს ტესტს, ალბათობა იმისა, რომ „გამოეპაროს“ მლჰ პიკი ძალიან მაღალია.