სექსი და თავის ტკივილი

თავის ტკივილისა და ვეგეტატიური დარღვევების ალექსანდრ ვეინის კლინიკის კვლევებით დადგინდა, რომ სექსი და მისი ნებისმიერი ფორმა შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მიზეზი. ასეთი ტიპის თავის ტკივილი თავის ტკივილის მქონე პაციენტთა 0,3% აღენიშნება და ვლინდება ძირითადად, 25-40 წლის ასაკში. ამასთან აღსანიშნავია,რომ მამაკაცებში ამ მიზეზით თავის ტკივილი 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.

თავის ტკივილის პროგნოზირება წარმოუდგენელია, ვინაიდან ის ან ერთხელ არის და აღარასდროს მეორდება, ან მეორდება პერიოდულად.

წარმოშობის დროის მიხედვით 70% თავის ტკივილი უშუალოდ ორგაზმის დროს იწყება. როგორც წესი ვლინდება მფეთქავი, ან მოპულსირე ხასიათის თავის ტკივილები კეფის, ან შუბლის წილებში. ტკივილი გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. შეტევის შედარებით ინტენსიური ფაზა გრძელდება 10-15 წუთი. პაციენტების 25% ყრუ ხასიათის ტკივილი უჩნდება ჯერ კიდევ სექსის დაწყებისას და მაქსიმუმს აღწევს ორგაზმის დროს და საკმაოდ სწრაფად გაივლის სექსის შეწყვეტისთანავე.

უმრავლეს შემთხვევაში თავის ტკივილი „კეთილი“ დაავადებაა, რომელიც კავშირშია სექსთან, მაგრამ ხანდახან იგი ჩნდება მძიმე დაავადების შედეგად, რაც წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს. მეორადი თავის ტკივილი გამოირჩევა უეცარი დასაწყისითა და ტკივილის მაღალი ინტენსივობით, შეიძლება გრძელდებოდეს 24 საათი ან მეტი, თან ახლდეს დეზორიენტაცია,კეფის კუნთების რიგიდობა, მხედველობითი და/ან სმენითი ჰალუცინაციები.

სექსის დროს თავის ტკივილის მექანიზმზე მედიკოსთან ერთიანი შეხედულება არ არსებობს. არსებობს მოსაზრება,რომ მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი, ან მათი გაფართოებაა. მეორე მოსაზრებით მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიაა.

თუკი ექიმი სვამს სექსთან ასოცირებული თავის ტკივილის დიაგნოზს, მისივე რეომედაციით ინიშნება სქესობრივ აქტამდე 1-2 საათით ადრე არასტერიოდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, ბეტა ბლოკერები, მიორელაქსანტები, ანქსიოლოზირი საშუალებები და/ან ანტიდეპრესანტები.