საშოს სეკრეტი

ბევრი ქალი თვლის, რომელიც მოჭარბებულად ზრუნავს სხეულის „სისუფთავეზე“, ფიქრობს, რომ საშოს სეკრეტი სიბინძურეა და ცდილობს, მოიშოროს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ საშოს სეკრეტი ისეთივე ფიზიოლოგიურია, როგორც ნერყწვის გამოყოფა, ცრემლების წარმოქმნა და ა.შ. ამ გამონადენის მოშორება უაზრო და არც ისე უსაფრთხოა. მეორეს მხრივ არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც იცვლება გამონადენის ხასიათი და ეს არის პირველი ნიშანი გინეკოლოგთან ვიზიტისთვის.

საშოს სეკრეტის შემდაგენლობაში შედის:

  • ლორწო, რომელსაც წარმოქმნიან საშვილოსნოს ყელის ჯირკვლები;
  • საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელური უჯრედები, რომლებიც მუდმივად იქერცლება ლოწროვანი გარსებიდან;
  • მიკროფლორა, წარმოდგენილი 5-13 სახეობის მიკროორგანიზმებით (ბაქტერიები, სოკო, ვირუსები). ეს მიკროფლორა ნორმაში ამოფენს საშოს (საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ღრუ, ფალოპის მილები და საკვერცეეხი, როგორც წესი, სტერილურია). ნორმალური საშოს მიკროფლორა ჯანმრთელ ქალებში ძირითადად წარმოდგენილია რძემჟავა ბაქტერიებით (ლაქტობაქტერიები, დოდერლეინის ჩხირები). მცირე რაოდენობით არის ბაქტეროიდები, ენტერობაქტერიები, სოკოები. ძალინ მცირე რაოდენობით აგრეთვე აღინიშნება პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმები – მიკოპლაზმა, ურაეპლაზმა, კანდიდას გვარის სოკოები, გარდნერელა.

ლაქტობაქტერიების წყალობით საშოს სეკრეტს ნორმაში აქვს მჟავე რეაქცია (рН-3,8-4,4), რომელიც განაპირობებს საშოს სეკრეტის მჟავე სუნს (ყოველთვის არა).

არსებობს ნორმალური საშოს გამონადენის რამდენიმე სახეობა, რომელთა ხასიათიც დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ჰორმონალურ სტატუსზე, სქესობრივი ცხოვრების ქონა-არ ქონაზე და სხვა ფაქტორებზე.

გოგონებში პუბერტატულ ასაკამდე გამონადენი არ უნდა იყოს. ეს ფაქტი განპირობებულია ჰორმონალური სტატუსით და სასქესო სისტემის ტავისებურებებით. 10-12 წლის გოგონაში გამონადენის გაჩენა, რომელსაც აქვს უსიამოვნო სუნი და შეფერილია, მოიუთითებს ან სასქესო სისტემის პათოლოგიაზე, ან კუჭ-ნაწლავის ან შარდის გამომყოფის სისტემის რომელიმე ორგანოს პათოლოგიაზე.

დაახლოებით მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე გოგონებში იწყება გამონადენის გამოყოფა. ეს არის ლორწოვანი, ზოგჯერ მოთეთრო ან სუსტად გამოხატული მოყვითალო გამონადენი. ამ ტიპის გამონადენი არის დამცველობითი საშოს კედლებისთვის. ჩვეულებრივ გამონადენს არ ახლავს ქავილი, წვა, ტკივილი, კანის სიწითლე და შეშუპება.

მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ საშოს სეკრეტისთვის დამასახიათებელია ხასიათის ციკლური ცვლილებები მენსტრუალური ციკლის შესაბამისად.

მენსტრუალური ფაზის პირველ ციკლში გამონადენი არის მცირე, წყლისებური, ან ლორწოვანი, ერთგვაროვანი კონსისტენციით, უსუნო ან სუსტი მჟავე სუნით.

ოვულაციის პერიოდში გამონადენის რაოდენობა მატულობს 4 მლ-მდე დღე-ღამეში. ხდება ლორწოვანი, წელვადი, იძენს ჩალისფერს.

მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში გამონადენის რაოდენობა იკლებს და ხდება კრემისებრი. მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე სახასიათოა გამონადენის რაოდენობის განმეორებითი სიჭარბე.

არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც უცვლის საშოს სეკრეტს ხასიათს, მაგრამ არ არის პათოლოგიური. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება სქესობრივი ცხოვრების დაწყება და სქესობრივი პარტნიორის შეცვლა, თავად სქესობრივი აქტი, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება, ინტიმური ჰიგიენის საშუალებების შეცვლა, ქვედა საცვლების შეცვლა, ორსულობა, მშობიარობისშემდგომი პერიოდი.

მენოპაუზის დროს გამონადენის რაოდენობა პროგრესულად მცირდება. მის შემადგენლობაში ჭარბობს კოკისებური მიკროორგანიზმები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები).